5 ვარსკვლავი, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ პლაცენტა შეჭამეს
5 ვარსკვლავი, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ პლაცენტა შეჭამეს
მართალია, საშიშად ჟღერს, თუმცა მთელ მსოფლიოში, მშობიარობის შემდეგ, მრავალი დედა მიირთმევს პლაცენტას სხვადასხვა სოუსით. გამონაკლისი არც ვარსკვლავები არიან.

რატომ აკეთებენ ამას? თვლიან, რომ პლაცენტა შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც აახალგაზრდავებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

კიმ კარდაშიანი

სამი შვილის დედამ, კიმ კარდაშიანმა, მიბაძა უფროს დას, რომელიც პლაცენტისგან დამზადებულ ტაბლეტებს იღებდა. კიმმა აღიარა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ შეჭამა თავისი პლაცენტა. ეს სპეციფიკური „საშუალება“ დაეხმარა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გადატანაში.
«როდესაც ვამბობ, რომ შევჭამე პლაცენტა, იგულისხმება გაყინული და გამომშრალი პლაცენტა, რომელიც დამზადებულია ტაბლეტებად. ყოველი ტაბლეტის მიღების
შემდეგ, ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას და კარგ ხასიათზე ვდგები,“ - ამბობს კიმი.

ბლეკ ჩაინა

ცნობილმა ტელეწამყვანმა, მოდელმა ბლეკ ჩაინამ გააჩინა გოგონა რობა კარგდაშიანისგან. მანაც კიმის მსგავსად, სამშობიარო ძალების აღსადგენად პლაცენტა გამოიყენა.

მაიმ ბალიკი

ქარიზმატულმა ვარსკვლავმა სერიალიდან „დიდი აფეთქების თეორია“ და „ბლოსომი“ თავისი საქციელი ახსნა ძუძუმწოვრების საქციელის კოპირებით, რომლებიც მშობიარობის შემდეგ მაშინვე „მიირთმევენ“ თავიანთ პლაცენტას. მაიმ განაცხადა, რომ ვერ გარისკა კატებივით და ძაღლებივით მოქცევა და ამიტომ თავისი „ბიომატერია“ ტაბლეტების გადასამუშავებლად გააგზავნა.

ალისია სილვესტროუნი

ალისიაც იღებდა ტაბლეტებს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა გამომშრალი პლაცენტა. მსახიობი დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს ტაბლეტები დაეხმარა მშობიარობის შემდგომი დეპრესიისაგან თავის დაღწევაში.

ტეგები: პლაცენტა
1772
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```