გრიპის სიმპტომებითა და ფილტვების ანთებით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მას H1N1 შტამის ვირუსი.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, პაციენტს ტამიფლუ დროულად არ მისცეს და შესაბამისად დაავადების პროგრესი მალე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი ოჯახის წევრებმა რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ისინი ექიმებს არასათანადო მკურნალობის ჩატარებაში ადანაშაულებენ.
"დღეს მეუბნება ექიმი, რომ მე ვერაფერს ვშველი, ღვიძლი დაშლილი აქვს, თირკმელი აღარ მუშაობსო. ოთხი დღე სიცხე ჰქონდა და სიცხის დამწევი პრეპარატები არ გაუკეთეს იმისთვის, რომ სიცხე დაწეოდა", - განაცხადა პაციენტის მამამ გია ჩილაშვილმა.