როგორც იცით, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და ორსულადაც არის. წინასაახალწლოდ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში, მანამდე ფოტოსესიაც მოაწყო, როგორც ფეხმძიმემ.
ორსული თაკო გაჩეჩილაძის ფოტოსესია
მის ცხოვრებაში სხვა ცვლილებაცაა - თითქმის ერთი თვეა თაკო აღარ არის გაჩეჩილაძე, არამედ მილანოვაა - ქმრის გვარზე გადავიდა. ინსტაგრამზეც შეიცვალა გვარი და ოფიციალურადაც. "ამიერიდან ოფიციალურად მილანოვა ვარ", - ასე ამცნო თაყვანისმცემლებს ეს ამბავი და თან დაურთო ფოტოც: