"სკოლების, ბაღების დახურვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნაა - სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან?"
"სკოლების, ბაღების დახურვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნაა - სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან?"
ესაა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა ხოლმე, რომ დაიხუროს სკოლები, დაიხუროს ბაღები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე.
ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს, დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია", - განაცხადა პაატა იმნაძემ, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს.
ინტერპრესნიუსი
5038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
!
2
არ ეკადრება ექიმს ასე ზერელედ მიდგომა ვირუსისადმი საბჭოთას რას გადასწვდებიან ხოლმე ეგრევე ეხლა ხომ არაა საბჭოთა რა არის აბა წესრიგში?რომელი დარგი ფუნქციონირებს? ნეტა მაშინ რომ.იყო მოსახლეობისიმართ პასუხიგებლობა იმის ნახევარი გაგაჩნდეთ.. სირცხვილია უბროდ ეს განცხადება
15:39 / 09-01-2019
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```