აშშ-ში გამაოგნებელი ამბავი მოხდა. სამართალდამცველები არიზონის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ ფაქტს იძიებენ. სავარაუდოდ - გაუპატიურების. ქალმა, რომელიც 10 წელია კომაშია, ბავშვი გააჩინა და სამედიცინო პერსონალმა ორსულობის შესახებაც არ იცოდა არაფერი.
ქალი 10 წლის წინ კინაღამ დაიხრჩო და მას მერე კომაშია, მდგომარეობიდან გამოუსვლელად. სწორედ კომაში მყოფს დაეწყო მშობიარობა, საქმეში ჩაერთნენ ექიმები და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.
ამ შემთხვევის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო წესი, რომ მამრობითი სქესის მედპერსონალი პალატაში პაციენტებთან მხოლოდ მდედრობითი სქესოს კოლეგებთან ერთად უნდა იმყოფებოდნენ.