რჩევები მათ, ვისაც ახალი წლის შემდეგ სამსახურში დაბრუნება უჭირს
რჩევები მათ, ვისაც ახალი წლის შემდეგ სამსახურში დაბრუნება უჭირს
ახალი წლის შემდგომი პერიოდი ხშირ შემთხვევაში იმაზე დატვირთული და რთულია, ვიდრე თავად ახალი წლის დღეები. ზეიმის, დატვირთული დღეების, მეტ-ნაკლებად მოჭარბებული ალკოჰოლისა და მძიმე კერძების მიღების შედეგად დასვენების დღეების შემდეგ თავს დასვენებულად სულაც არ ვგრძნობთ. პირიქით, ყველას უჭირს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და იმ სამუშაოს შესრულება, რასაც აქამდე ყოველდღიურად აკეთებდნენ.

სწორედ ამიტომ ახლა გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ახალი წლის შემდგომი დღეების მარტივად გადატანაში
დაგეხმარებათ:

ეცადეთ, სამსახურში გასვლის წინა დღეს მაინც არ მიიღოთ ალკოჰოლი და მინიმუმ 8 საათი იძინოთ. ერთი კარგი გამოძინებაც კი დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და ყოველდღიური რუტინის მარტივად დაწყებაში.

mshoblebi

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე: წყალი, ნატურალური წვენები ან გაზგასული მინერალური წყლები. ერიდეთ გაზიან და კოფეინის შემცველ სასმელს. სითხე ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნასა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ეცადეთ, თავი არ დაიტვირთოთ ზედმეტი საქმით. მაგალითად, ნუ ივლით საყიდლებზე და გამოიყენეთ ადგილზე მიტანის სერვისი. ამ შემთხვევაში Momitane.ge დაგეხმარებათ. ამ ონლაინ მაღაზიის საშუალებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ და მას კურიერი 1 საათის განმავლობაში სახლის კართან მოგიტანთ.

mshoblebi

თუ პატარა ბავშვი გყავთ, რამდენიმე დღით ბებიასთან დატოვეთ. ამით ბავშვსაც და ბებიასაც გაახარებთ და თქვენც დასვენების საშუალება გექნებათ.

ახალი წლის დღეებში
საახალწლო ფილმების ყურება ყველას მობეზრებული აქვს, მაგრამ ეს მაინც პოზტიურ გავლენას ახდენს გუნება-განწყობაზე. ამიტომ ეცადეთ, ალკოჰოლითა და უძილობით დატვირთული დღეები თქვენთვის საყვარელი ფილმებით შეიმსუბუქოთ და მხიარული განწყობა შეინარჩუნოთ.

mshoblebi

გააკეთეთ განტვირთვის დღეები, რაც ნიგვზიანი და ცხიმიანი კერძებით დატვირთული ორგანიზმისთვის ნამდვილი შვება იქნება. დამძიმებული ორგანიზმი ყოველდღიური საქმიანობის ადკევატურად შესრულებაში ხელს შეგიშლით, ამიტომ ეცადეთ ბოსტნეულისა და ხილის მიღებით ორგანიზმის სიმსუბუქე შეინარჩუნოთ.

ივარჯიშეთ. თუ ფინტეს დარბაზში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში მაინც გააკეთეთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში. ამით თქვენს ორგანიზმს გამოაფხიზლებთ და მიახვედრებთ, რომ დასვენება დასრულდა და დროა, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

mshoblebi
5542
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მიუტანე.გე
0
რაო, მაღაზიაში არ წახვიდე, და მომიტანე.გე-ს შეუკვეთეო და ამით კარგად იმუშავებო? და თუ მომიტანე.გე-ს კურიერია ვარ?
15:40 / 17-01-2019
Даша
0
Сулелури рчевебиа.этому ничем не поможешь.вот выйдешь на работу и всё встанет на свои места.
16:12 / 14-01-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი