სწავლის დაწყება ბაგა-ბაღებშიც გადაიდო - როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი
სწავლის დაწყება ბაგა-ბაღებშიც გადაიდო - როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი
განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება და სწავლა 21 იანვარს განახლდება. 

"სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე", - აღნიშნეს სამინისტროში.

ასევე დავინტერესდით, თუ გადაიდება სწავლა თბილისის ბაგა-ბაღებში. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს mshoblebi.ge-ს, სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში 21 იანვარს განახლდება. 
რუსკა კილასონია
3859
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```