განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება და სწავლა 21 იანვარს განახლდება.
"სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე", - აღნიშნეს სამინისტროში.
ასევე დავინტერესდით, თუ გადაიდება სწავლა თბილისის ბაგა-ბაღებში. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს mshoblebi.ge-ს, სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში 21 იანვარს განახლდება.
რუსკა კილასონია