ვინ არის წყვილი, რომელმაც ქორწილი კუნძულ ბალიზე ეგზოტიკურ გარემოში გადაიხადა
ვინ არის წყვილი, რომელმაც ქორწილი კუნძულ ბალიზე ეგზოტიკურ გარემოში გადაიხადა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქართველი წყვილის საქორწილო ფოტოები გამოჩნდა. ამაში უცნაური თითქოს არაფერია, მაგრამ თუ გეტყვით იმას, რომ ქორწილი ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე შედგა და განსაკუთრებულად ორიგინალური და მხიარული იყო, მაშინ ალბათ თქვენ ჩვენსავით დაინტერესდებით წყვილის ვინაობით და ქორწილის დეტალებით.
ფეხბურთელი ლაშა ბალიაშვილი და პროფესიით მენეჯერი მარი ვათიაშვილი ქალაქ გორში 4 წელია ერთად ცხოვრობენ, თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს და გეგმა ეგზოტიკურ გარემოში სისრულეში მოიყვანეს. დეტალების გასარკვევად, ჩვენ მარის დავეკონტაქტეთ, რომელმაც „mshoblebi.ge“-ს კითხვებს უკვე ტაილანდიდან უპასუხა.

- 29 წლის ვარ, პროფესიით

მენეჯერი, მაგრამ ამჟამად უმუშევარი. ლაშა 30 წლისაა, ფეხბურეთელია. უკვე 4 წელია ერთად ვცხოვრობთ ქალაქ გორში. მიყვარს ზღვა და ეგზოტიკა, ბალიზე ქორწილის იდეაც ჩემი იყო, ხელიც მე ვთხოვე ლაშას (იღიმის). მოგზაურობის დაგეგმვაში გურამ შეროზია დაგვეხმარა, სტუმრები ტურის მონაწილეეები იყვნენ, რომლებიც ბალიზე გავიცანით.


- ხელის თხოვნა თქვენი მხრიდან მხიარული და ორიგინალური იდეაა, როგორი რეაქცია ჰქონდა ლაშას?

- დიდად არ გაკვირვებია ჩემგან, რადგან ურთიერთობის დაწყებაშიც ინიციატივა მე გამოვიჩინე. მიუხედავად ამისა, მაინც არ ელოდა, რადგან ჯერ სხვა გეგმები გვქონდა, სასწავლებლად საზღვარგარეთ ვაპირებთ წასვლას და ოჯახზე დიდად არ გვიფიქრია.

mshoblebi

- თუმცა, როგორც მივხვდი, მაინც დაგთანხმდათ...

- ფაქტი სახეზეა.


- რაც
შეეხება საქორწილო კაბას, იმ ადამიანების ჩაცმულობას, რომლებიც ლურჯ ფერებში იყვნენ გამოწყობილები... ამ ყველაფერზე, ვინ იზრუნა??

- ჩემს კაბაზე ანანო გელოვანმა იზრუნა, სტუმრების კაბებზე კი ზუსტად არც ვიცი, ვინ იფიქრა. ფოტოგრაფი ლუკა გეგეშიძე გვყავდა.

mshoblebi

- როგორც მივხვდი, საქართველოდანვე ყველაფერი მომზადებული-დაგეგმილი გქონდათ და იქ მოიყვანეთ სისრულეში, ხომ?

- კი, დაახლოებით ასე იყო, სამოსი და გეგმა გვქონდა იდეის დონეზე, დანარჩენი გზადაგზა მოვიდა სისრულეში, ბალიზე ვნახეთ სასტუმრო, სადაც ცერემონია გაიმართა, საღამოს კი კლუბში გავერთეთ.


- მარი, ახლა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვიცხოვროთ სიყვარულისთვის.

mshoblebi
მოგზაურობის მოყვარული წყვილი

ციცი ომანიძე

6174
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარო
0
❣❣❣
02:54 / 11-01-2019
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```