"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი..." - კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი..." - კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
კომპოზიტორი მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა თავისი რძლის - სალომე ქემაშვილის შესახებ, რომელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა:

"ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო!ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს.... ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!"

ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გოგონას გრიპის ვირუსი ჰქონდა. როგორც ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის მოულოდნელად გახდა ცუდად:
"ეს რა დაგვემართა, საუბარსაც ვეღარ ვახერხებ... მაღალი სიცხით და ღებინების შეგრძნებით მოვიყვანეთ, უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო... ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და იქვე მიიყვანეს
საავადმყოფოში, მერე კი რეანომობილით ჩამოიყვანეს თბილისში".

სამწუხაროდ, დღეს გოგონა გარდაიცვალა. 
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი, ხალხნოოოოოოო!!!!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქალბატონმა მანანამ.


mshoblebi
"როგორ მჯეროდა ,კარგად იქნებოდა, მთელი გულით ვიზიარებ... მე ის მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ სალომესთვის".

"ძალიან ვწუხვართ. ღმერთმა გადაგატაინოთ და გაგაძლიეროთ პატარა ანგელიზის გასაზრდელად".

"ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ დაამარცხებდა სიკვდილს და დაგვიბრუნდებოდა... ძალიან სამწუხაროა, ძალიან... ვიზიარებ ოჯახის უსაზღვრო მწუხარებას... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი..."
- წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.

სალომე კომპოზიტორ მანანა იმედაძის ვაჟის, ირაკლი კვატაშიძის მეუღლე გახლდათ, რომელსაც ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

altამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონასს გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ

მძიმე დაავადება"


25729
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
gio
2
მესამე მასიველი - მაგის იმედი არც გქონდეთ, რომ მუქთამჭამელი ენჯეოშნიკები მაგით დაინტერესდნენ, მაგაში ფულს არავინ არ გადაუხდის და ეგენი ფულის გარეშე საკუთარ ოჯახის წევრებსაც არ დაეხმარებიან!!!
14:56 / 10-01-2019
მესამე მასიველი
8
შეგვახედეთ ლუგარის ლაბორატორიაში,რა ხდება იქ?რატომ არის გასაიდუმლოებული?საქართველოში თურმე სხვა რაიონებშიც ყოფილა ანალოგიური ლაბორატორიები,რისთვის და რა სიკეთეები მოაქვს ქვეყნისთვის ამ ლაბორატორიებს?რატომ არ გვეუბნებით? არასამთავრობოებო,ჟურნალისტებო,დაინტერესდით და გამოიკვლიეთ რა ხდება ლუგარის ლაბორატორიებში,ვინ მუშაობენ იქ,რა ეროვნების ხალხია დასაქმებული და რას საქმიანობენ და ა.შ.
11:24 / 10-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```