კომპოზიტორი მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა თავისი რძლის - სალომე ქემაშვილის შესახებ, რომელსაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა:
"ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო!ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს.... ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!"
სამწუხაროდ, დღეს გოგონა გარდაიცვალა.
"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი, ხალხნოოოოოოო!!!!" - დაწერა სოციალურ ქსელში ქალბატონმა მანანამ.
"როგორ მჯეროდა ,კარგად იქნებოდა, მთელი გულით ვიზიარებ... მე ის მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ სალომესთვის".
"ძალიან ვწუხვართ. ღმერთმა გადაგატაინოთ და გაგაძლიეროთ პატარა ანგელიზის გასაზრდელად".
"ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ დაამარცხებდა სიკვდილს და დაგვიბრუნდებოდა... ძალიან სამწუხაროა, ძალიან... ვიზიარებ ოჯახის უსაზღვრო მწუხარებას... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი..." - წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.
სალომე კომპოზიტორ მანანა იმედაძის ვაჟის, ირაკლი კვატაშიძის მეუღლე გახლდათ, რომელსაც ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონასს გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება"