"დანიაში ვცხოვრობ და აქაც გრიპის სეზონია... ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია..."
"დანიაში ვცხოვრობ და აქაც გრიპის სეზონია... ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია..."
გიორგი კუჭუხიძე, რომელიც დანიაში ცხოვრობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობს, ავრცელებს პოსტს სოციალურ ქსელში, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში მას აქტიურად აზიარებენ და აკომენტარებენ. H1N1 საქართველოს გარდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა როგორც ჩანს, მოსახლეობა გრიპის ვირუსს მომზადებული ხვდება. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დროული ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, შესაბამისად ნაკლებია პანიკაც. გთავაზობთ პოსტს:

"ამ საყოველთაო ისტერიაში ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით: გავიგეთ, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მთავარი
კითხვა რაც ისმის, არის - რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი “მძიმე” სურათი განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი - სამწუხაროდ, სიკვდილობა გრიპს ყოველთვის თან ახლავს. ძირითადად კვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები ან არ იცავენ წესებს: არ რჩებიან სახლში მოსვენებულ მდომარეობაში, არ იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს და გართულების შემთხევაში ძალიან გვიან მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას.

ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია. ვერ ან არ ვიმახსოვრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გრიპის შესახებ:

  1. გრიპი ძალიან ბევრ სეზონურ ვირუსს შორის ყველაზე საშიში ვირუსია და ყოველ წელს გვხვდება.
  2. გრიპის შემთხვევები იმატებს სიცივეში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ანუ მითია, რომ იძახიან: “კარგმა ყინვებმა ვერ მოარტყა ერთი, რომ გაწყვიტოს ვირუსები”.
  3. გრიპი
    გვხდება სხვა დროსაც, უბრალოდ ერთეული შემთხვევები. სწორედ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აღმოჩენილი გრიპის ვირუსები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური დაწესებულებები აღმოაჩენენ ხოლმე, იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი გვიან შემოდგომაზე და ზამთარში რომელი გრიპის ვირუსი იქნება სავარაუდოდ გავრცელებული და ამის მიხედვით ხდება გრიპის ვაქცინის შექმნა, რომელიც როგორც წესი შეიცავს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 3 ან 4 ყველაზე ხშირად აღმოჩენილი გრიპის ვირუსის შტამებს.
  4. გრიპის ვაქცინას ამზადებენ არააქტიური ვირუსისგან, შესაბამისად აცრით გრიპი თეორიულადაც ვერ დაგემართებათ, ესეც ყველაზე გავრცელებული მეორე მითი: გრიპის აცრით შეიძლება დამემართოს გრიპი. აცრის გაკეთება შესაძლებელი ხდება ოქტომბრიდან და ეს გახლავთ ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი, გრიპის სეზონი დაწყებული არ არის და თქვენ იმუნურ სისტემას სათანადოდ ამზადებთ (აცრიდან 2 კვირაა საჭირო, რომ თქვენი იმუნური სისტემა მოემზადოს, ამ პერიოდში შეიძლება გრიპი ვინმესგან გადმოგედოთ და დაგემართოთ, ვაქცინისგან დამოუკიდებლად).
  5. ყველამ უნდა გაიკეთოს თუ არა გრიპის აცრა? უნდა აიცრას ყველა ის ადამიანი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, ასევე ბავშვები და მოხუცები. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხალხი დაცული იყოს და სეზონის განმავლობაში ნაკლებად გვამცნონ ტელევიზიით გრიპით გარდაცვალების შესახებ დრამატული ინფორმაცია. ჯანმრთელებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მე მაგალითად ყოველ წელს ვიცრები, არ მინდა ჩემი ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდის მოწყობა. თუმცა ზოგადად, თუ დაცული იქნება ის მინიმალური წესები, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, როგორც წესი, ჯანმრთელი ორგანიზმი გრიპის ვირუსს ერევა. მაგრამ თუ არ აიცრებით და გრიპი შეგხვდებათ, მზად უნდა იყოთ, რომ 40 გრადუსამდე სიცხით, ძალიან სუსტ მდგომარეობაში იქნებით რამდენიმე დღე, შედეგად იქმნება დისკომფორტი ორგანიზმისთვის და დიდი ალბათობა იმისა, რომ ნერვული ფონის გათვალისწინებით ბევრ სისულელეს იფიქრებთ და არ გამორიცხოთ, რომ გააკეთებთ კიდეც (მაგალითად წყალბადის ზეჟანგი დაგესიზმრებათ და შეიძლება ეს მოგეჩვენოთ როგორც ნიშანი ზეციდან.).
  6. აცრა როგორ მზადდება მოგიყევით, ვინაიდან პროგნოზი კეთდება გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მიხედვით და პროგნოზი ვერ იქნება 100%-იანი, არის ხოლმე შემთხვევები, რომ ზუსტად ის 3-4 ვირუსის შტამი არ აღმოჩნდება ხოლმე ცირკულაციაში გრიპის სეზონზე. ამ შემთხვევაში აცრას იმხელა ეფექტი აღარ ექნება და იქმნება შემდეგი ყველაზე გავრცელებული მითი: ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინა მუშაობს და არის ერთადერთი საშუალება დაეხმაროთ თქვენს იმუნურ სისტემას და შეხვდეთ ზამთრის სეზონს მშვიდად.

პ.ს. ამჟამად დანიაში ვცხოვრობ და აქაც გრიპის სეზონია. იგივე შტამია ცირკულაციაში, რაც საქართველოში, უბრალოდ ადამიანებმა იციან ყველაფერი, ის რაზეც ზევით ვისაუბრეთ და მშვიდად ხვდებიან სეზონს. 5-მილიონიანი ქვეყანაა და შარშან ასობით ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ძირითადად მოხუცები და მაღალი რისკის მქონე არავაქცინირებული პირები".

altშარშან ღორის გრიპის ეპიდემიას რუსეთში ებრძოდნენ - მონაცემები დანარჩენი მსოფლიოდან


14919
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
4
აცრას ვემხრობი ბავშვებისას წითალზე ჩუტყვავილაზე ჰეპატიტზე ტეტანუსზე და კიდევ რაც გეგმიურ აცრებში სედის მაგრამ გრიპის აცრა არამც და არმც არ იცავს ადამიანს გრიპისგან... იმუნური სისტემა უნდა იყოს ძლიერი აი მაგაზე უნდა ვიზრუნოთ გრიპი კი ყოველ წელს არაა ერთნაირი სიმძლავრით მოდებული... უბრალო გაციებასაც კი უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ სერიოზულში არ გადაიზარდოს.. ხელების დაბანა და ჰიგიენა ნამდვილად არ ესწავლებათ ევროპელებისგან! და როცა ეპიდემიაა გავრცელებული იქ უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები! და ამ ვაჟბატონს კი ვეტყოდი რომ ერთი ადგილი დააყენოს რააა
04:22 / 12-01-2019
5
ამერიკაში ვცხოვრობ და ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელიც აიცრა და საშინელი ვირუსი და გრიპი არ შეხვედრია. რა აქვს დადებითი აცრას თუ მაინც უნდა შეგხვდეს და ანტიბიოტიკებით იმკურნალო რამოდენიმე კვირა
16:22 / 11-01-2019
ადამიანი
3
კომენტარები წავიკითხე და უცოდინრობა ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთების საყურადღებოდ, მკითხავებთან მაინც წადით ... :)
06:11 / 11-01-2019
ეკა-ს
3
"ვადაგასული ცოფის აცრა" რა არის, გაფიცებ ყველაფერს? არ "ენდობით" ვაქცინაციას და იარეთ აუცრელებმა. ვისაც ამ საქმის რამე ესმის გეუბნებათ რა ქნათ და საკუთარ სიჯიუტეში თუ გირჩევნიათ ცხოვრება - კი ბატონო. ეს "მე უკეთ ვიცი" ყველაფერზე რამე პოზაა თუ მოდა?
01:23 / 11-01-2019
ნ.ნ.
10
ნაირ-ნაირი სახის გრიპებია და ყველაზე ხომ არ აიცრები?
22:04 / 10-01-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```