ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება"
ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება"
ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა,
მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

alt"გამიფრინდა ჩემი ანგელოზი..." - კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა


4313
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოსო
0
ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის უდიდესი ტრაგედიაა,ეს გოგონა კი თვითონაც ანგელოზის სახისა ყოფილა.მთელი გულით ვიზიარებ მისი ჭირისუფლების მწუხარებას.ღმერთმა ნათელში დაავანოს მისი სული.
18:28 / 10-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```