22 წლის სალომე ქემაშვილი გუშინ გარდაიცვალა გრიპის დიაგნოზით, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთვოდა სხვა დაავადებაც. სალომე კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი იყო და თავადაც შესანიშნავად მღეროდა. ინტერნეტში მისი სიმღერის ვიდეო გავრცელდა - მეუღლესთან ერთად, ქორწილში რომ მღეროდა:
"რა ბედნიერები ვიყავით ამ დღეს ყველა... ახლა ბებოს თვალს ვერ ვუსწორებ ,ვერ ვუბედავ გავუმხილო რომ სალო აღარ გვყავს..."
ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება"