"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება" - მანანა იმედაძის განცხადება
"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება" - მანანა იმედაძის განცხადება
ვირუსის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის სალომე ქემაშვილის დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აცხადებდა, რომ გოგონას გრიპის გარდა სხვა რთული დაავადებაც ჰქონდა (ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგონას გარდაცვალებაზე: "აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება").

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან
გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან,რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!" - ამბობს მანანა იმედაძე.
3554
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ჩემი აზრით
0
გამოდის, რომ ამ განცხადებით გამყრელიძე ან დილეტანტია, ან დეზინფორმატორი, ან ...?! თავად იმსჯელეთ!
03:22 / 12-01-2019
ჩემი აზრით...
0
გამყრელიძემ დაასაბუთოს სამედიცინო ისტორიით თავისი ნათქვამი, ან აგვიხსნას, რატომ ცდილობს საზოგადოებაში ისეთი აზრის შექმნას, თითქოსდა მხოლოდ მანამდე რაიმეთი დაავადებულ ადამიანებს ურთულდებათ უკიდურესად მდგომარეობა, ხოლო ჯანმრთელებისთვის ნაკლებადაა საშიში ეს გრიპი!
03:10 / 12-01-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```