"ლეიკემია დამარცხებულია! სასწაულები ხდება!" - ბექამ ლეიკემია დაამარცხა
"ლეიკემია დამარცხებულია! სასწაულები ხდება!" - ბექამ ლეიკემია დაამარცხა
8 წლის ბექა ფიფია, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, მალე საქართველოში დაბრუნდება - მან ლეიკემია დაამარცხა:

"ხომ დაგპირდით სულ ახლახანს, რომ სულ ცოტაც და თელავივიდან ცად აჭრილი ლაინერი თბილისის აეროპორტში რბილად დაეშვება და დახვედრის გადავსებულ დარბაზში შემოვა ზღვა ხალხის დანახვით ცოტათი გაოცებული, ცოტათიც დაბნეული, მაგრამ უბედნიერესი და რაც მთავარია, ჯანმრთელი ბექა!

ჰოდა, ეს დღე და ეს საათი დგება ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 13 საათსა და 10 წუთზე ბექა თავის გმირ დედასთან და შეუძლებელის შემძლე მამასთან ერთად კვლავ ჩვენთან დაბრუნდება.

დიახ!
მე, შენ, ჩვენ - ეს შევძელით!
დიახ!
ლეიკემია დამარცხებულია!
დიახ!
სასწაულები ხდება!
დიახ!
სასწაულებს ჩვენ ყველა ერთად ვახდენთ!

დიახ! მადლობა ყველას, ყველას, ყველას.

დიახ! დიახ! დიახ!

სიცოცხლე ღირს იმ განცდად, რაც ამ პოსტის წაკითხვისას გვეუფლება!..

პ.ს. ვისაც გსურთ და გცალიათ, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად განიცადოთ გამარჯვების წუთები თბილისის აეროპორტში.
გთხოვთ, აუცილებლად იქონიეთ პირბადე და მაქსიმალურად მოერიდეთ ბექასთან უშუალო კონტაქტს. შემდგომ დღეებში, მანამ სანამ ბექა პირველ „ჩექინგზე“ თებერვალში, კვლავ „შეივლის“ შებას კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, მასთან უშუალო კონტაქტი ძალიან შეზღუდულ წრეს ექნება".

mshoblebi
2832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```