არიზონის მცხოვრებმა ბუჩქებში წითელი ზონარი შეამჩნია. ვერც იფიქრებდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები...
რამდენიმე კვირის წინ 60 წლის რენდი ჰეისი ტყეში სეირნობდა, მექსიკის საზღვართან ახლოს. მისი ყურადღება მიიპყრო ბუჩქზე დაკიდებულმა წითელმა ლენტმა. როდესაც მიუახლოვდა, აღმოჩნდა გახეთქილი ბუშტი, რომელსაც ძაფზე წერილი ჰქონდა მობმული. ერთ მხარეს ეწერა სახელი - „დაიამი“. მეორე მხარეს იყო სათამაშოების ჩამონათვალი, რომელიც ბავშვის ხელით იყო დაწერილი ესპანურ ენაზე.
"ცუდად ვლაპარაკობ ესპანურ ენაზე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო სანტასთვის დაწერილი წერილი“,-ყვება რენდი.
კაცი ოდნავ დაბნეული და გახარებულიც იყო. ბავშვობაში ისიც უწერდა წერილებს სანტას. სურვილი გაუჩნდა, ეპოვა წერილის ადრესატი.
რენდი შეეცადა ლოგიკურად ეაზროვნა: ა.შ.შ-ის საზღვართან, იმ ადგილიდან ჩრდილო-დასავლეთში 32 კმ.-ს მანძილზე მდებარეობდა მექსიკური ქალაქი ნოგალესი.
"ქარი უბერავდა ჩრდილო დასავლეთით და ამიტომაც ბუშტი აღმოჩნდა სწორედ აქ,“ - იხსენებს რენდი.
მან წაიღო წერილი სახლში დამეუღლეს აჩვენა. მან კარგად იცოდა ესპანური და გადათარგმნა ტექსტი. სათამაშოების ჩამონათვალში შედიოდა თოჯინა, თოჯინის სახლი, ავეჯი, ტანსაცმელი. ასევე საღებავები, პლანშეტი და სხვა პოპულარული სათამაშოები.
რენდიმ ფოტო გადაუღო წერილს და სოციალურ ქსელში განათავსა იმ იმედით, რომ მის მეგობრებს შორის იქნებოდნენ გოგონას ოჯახის ნაცნობები. გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. მაშინ რენდი დაუკავშირდა ადგილობრივ რადიოს და მოუყვა გოგონას ისტორია. სეზარი ბარონიმ რადიოდან პირდაპირ ეთერში მსმენელებს უამბო რენდის მონათხრობი. ასევე გამოაქვეყნა წერილ თავის Facebook-ზე.
უკვე მომდევნო დღეს რენდის აუწყეს: დაიამი ნაპოვნია!
წამყვანმა რადიოში მიიწვია გოგონა თავისი ოჯახით და რენდი . „ამ წერილმა მთლიანად შეცვალა ჩემი გეგმები, იმის მაგივრად, რომ სამსახურში წავსულიყავით მე და ჩემი ცოლი, წავედით მაღაზიაში“, - ამბობს რენდი. ყველაფერი შეიძინეს წერილიდან, ასევე სათამაშოები უყიდეს დაიამის უმცროს დასაც.
როდესაც რენდი სათამაშოებით სავსე ყუთებით სტუდიაში შევიდა, გოგონებმა ლაპარაკის უნარი დაკარგეს. გოგონას მშობლები მოყვნენ, რომ დაიამი ყოველ წელს უწერდა სანტას წერილებს და უშვებდა ბუშტით, მაგრამ არავის არასდროს არ უპოვია. ან უპოვია და ყურადღება არ მიუქცევია.
რენდის არ სურდა გაექარწყლებინა გოგონასთვის მითი სანტაზე. მან მოიგონა ამბავი, თუ როგორ ეხმარებოდნენ სანტა კლაუსს თვითონ და მეუღლე საჩუქრების შეძენაში.
"ეს იყო ძალიან, ძალიან კარგი გამოცდილება და თერაპია ჩვენთვის“, - ამბობს რენდი.
9 წლის წინ რენდიმ და მისმა მეუღლემ დაკარგეს ერთადერთი შვილი. შვილიშვილები არ ჰყავთ და ძალიან აკლიათ საშობაოდ ბავშვებთან კონტაქტი.
ახლა სიტუაცია გაუმჯობესდება, მათ ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი მეგობრები შეიძინეს. ცოლ-ქმარი ამ შემთხვევას „სასწაულს“ უწოდებს.