26 წლის ქალი სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.
„სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდაცვლილი ეკა მიქელაშვილია, სოფელ ყანდაურიდან. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრებიც გრიპის ვირუსს ებრძვიან. თავად კი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა გრიპის ნიშნები და სავარაუდოდ, დაგვიანებული მიმართვიანობის შემთხვევა იყო. მას ორი კვირის პატარა დარჩა. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ბმულზე