"ჩემი ცოლის დაქალებში" მეთოთხმეტე სეზონი სადაცაა დასრულდება, ბოლო სერიებში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. ამის გამო, მაყურებელი გააქტიურდა და სერიებს დიდი ინტერესით ადევნებს თავლ-ყურს. მათ, ვისაც შეწყვეტილი ჰქონდათ სერიალის ყურება, განაახლეს და "დაქალებს" სრულიად ახალი მაყურებელიც შემერთდა - ადამიანები ერთი ჩვეულებრივი წყვილის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ. დიახ, დღეს რატომღაც ყველას უნდა გაიგოს, როგორ განვითარდება მოვლენები მანგაძეების ოჯახში ზაზას ცოლის, ქეთის ღალატის შემდგომ. სერიალში კი სრულიად მოულოდნელად, ამ ამბავს ერთი ეპიზოდური პერსონაჟი დაუკავშირდა და ეს ქეთის დედამთილი ნაირაა. ის შემთხვევით საყვარელთან რძლის სატელეფონო საუბარს შეესწრო და სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე მთელი ტკივილიც. AMBEBI.GE ამ როლის შემსრულებელს, მსახიობ ეკა მჟავანაძეს ესაუბრა, რომელიც ამავე დროს სერიალის კასტინგმენეჯერიცაა.
- სულ მინდოდა, მეგრელი ქალის როლი მეთამაშა, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა და მაშინ შევედი სერიალში, როცა მეგრელების ხაზი ჯერ არც იყო დაწყებული და ნაირას როლს სხვა მსახიობი თამაშობდა. მისი შეცვლა მომიხდა. იმ პერიოდში ვინ იფიქრებდა, რომ ეს სერიალი 14-15 სეზონს "გაქაჩავდა". ჩემი როლი სერიალში ეპიზოდური, მეორე-მესამეხარისხოვანი იყო, ასეთ როლებს გამავალს ვეძახით, როცა პერსონაჟი მთავარ გმირებს სიუჟეტში რაღაც ამბავში ეხმარება. ასე ვიყავით მე და ჩემი პარტნიორი, მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი, სეზონში სულ ერთი-ორ სერიაში რამდენიმე გამავალი რეპლიკით შემოვიფარგლებოდით, იმიტომ, რომ ამბავი ცოლ-ქმარს შორის, ქეთისა და ზაზას შორის ვითადებოდა და არა ჩვენ შორის. რადგან ერთად ვცხოვრობდით, ეს კონტაქტი აუცილებელი იყო. მერე, როდესაც ამბავი დაიძაბა, ვიფიქრე, ალბათ ჩვენც გამოვჩნდებოდით-მეთქი. თუმცა ამას ვერ წარმოვიდგენდი, თუ სცენარისტი ამ ღალატის ამბის გახსნას მაინცდამაინც ჩემს პერსონაჟს დააკისრებდა. კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი მისი გადსაწყვეტი და "მოსაგვარებელი" აღმოჩნდა.
"ჩემი დედამთილი რომ იყოს, გადავპარსავდი თავს..." - როცა დედამთილმა რძალი ღალატში ამხილა
- ორი კვირის წინ ჩემი ასისტენტი მეუბნებოდა, - ახალი სერიის სცენებს თუ გაეცანი, სცენარი შენთვის არის დაწერილიო. არ წამიკითხავს-მეთქი, - ვუთხარი. ახალი წლის წინა დღეები იყო და ამისთვის ვერ მოვიცალე, მერე მეორე ასისტენტმაც მითხრა. საბოლოოდ როცა წავიკითხე, თუ რა და როგორ უნდა მეთამაშა, იმაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ანუ როგორ მომესმინა ცუდი ამბავი...
- 2 დუბლი ჩავწერე, იყო იმპროვიზაციაც... განაგრძეთ კითხვა