ახალი სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, უკვე 8 იანვრიდან, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელმა საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა მშობლებსა და მოსწავლეებს და 200-მდე დასახელების პროდუქტი შესთავაზა. ეს, რასაკვირველია, ძალიან საჭირო და დროული აქციაა - ახალი სემესტრისთვის ბევრ მოსწავლეს სჭირდება საკანცელარიო ნივთების განახლება. ზოგს პენალი აქვს ხელახლა საყიდელი, ზოგს რვეულები, ფანქრები და ჩანთაც კი. ჰოდა, ძალიან მძიმედ რომ არ დააწვეთ მშობლებს კისერზე ეს ხარჯები, "ბიბლუსის" აქცია არ უნდა გამოტოვონ.
როგორც გითხარით, 200 მდე დასახელების პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებაა. მაგალითად, ზურგჩანთების ფასი 9 ლარიდან იწყება, პენლებისა - 3 ლარიდან, ფანქრები კი 2 ლარადაც შეიძლება შეიძინოთ. ფასდაკლებაშია ასევე საუკეთესო ბრენდების კოლექციები - Ponto, Anchor, Touch Flow და ა.შ.
სრულ სიას აქვე გთავაზობთ, არჩევანი თქვენზეა. ფასდაკლება ბიბლუსის ვებგვერდზეც ვრცელდება, ქსელში წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტის შეძენა საიტზეც შესაძლებელია. 20 ლარის და მეტი ღირებულების შენაძენზე ტრანსპორტირება უფასოა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ.
ფასდაკლების აქცია თვის ბოლომდე გასტანს და არ გამოტოვოთ ეს შანსი: