ცნობილმა დიზაინერმა და დედაქალაქის მერის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ ჟურნალ Vogue-ის რუსულენოვან გამოცემას გაანდო, თუ რას ატარებს ხელჩანთით და რომელ ნივთებს არ იშორებს გვერდიდან. ბებოს ნაჩუქარი სარკე, შვილების სათამაშო, რომელსაც განტვირთვისთვის იყენებს და სამშობიაროდან წამოღებული ძვირფასი საჩუქარი - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ანუკი ჩანთით ატარებს და რასაც დეტალურად ვიდეოში გიჩვენებთ.