მოდელმა და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ ახალი წელი ცვლილებებით დაიწყო. იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, თმა მოკლედ შეიჭრა და ინსტაგრამზე ფოტოც გამოაქვეყნა. რასაკვირველია, მის გამომწერებს ეს სიახლე უყურადღებოდ არ დარჩენიათ, შეუქეს გადაწყვეტილება და ლინდა ევანგელისტასაც შეადარეს. მოკლე თმაში მართლაც ჰგავს ქართველი ლამაზმანი ლინდას.
ეს ერთადერთი ცვლილება არაა, რაც თაკოს ცხოვრებაში ახალმა 2019 წელმა მოიტანა. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძე, რომელიც 1996 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
რუსლან აბაშიძე 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი - 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
თაკოსა და მისი მეუღლის ოჯახს ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ახალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც არჩევნებზეც გულშემატკივრობდნენ.
ამჟამად თაკო გუდაურში ისვენებს შვილებთან ერთად.
თაკო ჩხეიძის ავსტრიული ახალი წელი და მოდელის მშვენიერი დედის ფოტო
თეკლა ჟვანია
"შეიძლება გოგოს დედაც გავხდე, წინასწარ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - თაკო ჩხეიძე ოჯახსა და შვილებზე