"ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და მეზობლებს ვაფარებდით თავს. ახლა კი ბატონმა კახამ სასწაული მოახდინა, ჩემი შვილებისთვის სახლი იყიდა და ჩვენ ჭერი გვექნება. დიდი მადლობა მას ასეთი საჩუქრისთვის!" -განაცხადა ინგა კოხრეიძემ. დღეს კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიას ესტუმრა, სადაც მისი დაფინანსებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
კახა კალაძე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა