დაავადების მაჩვენებლები იკლებს, რაც მიუთითებს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ" - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ H1N1-ზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, ამის მიუხედავად, დაავადების სიმძიმე არ შემცირებულა.
"დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ამიტომ სიმპტომების გამოვლენიდან პირველივე დღეს, პირველივე საათებში აუცილებელია ოჯახის ექიმის კონსულტაცია და სწორი მკურნალობის დაწყება" , - განაცხადა მინისტრმა