უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ იმაზე, რომ კეიტ მიდლტონს და მეგან მარკლს არც ისე თბილი ურთიერთობები აქვთ. როგორც გაირკვა, კეიტ მიდლტონმა მაზლისცოლი თავის დაბადების დღეზეც არ დაპატიჟა.
კეიტს 9 იანვარს ჰქონდა დაბადების დღე - 37 წლის გახდა. დღეობას ნორფოლკის სააგარაკე სახლში მეგობრები და ახლო ნათესავები ესწრებოდნენ, პრინცი ჰარისა და მეგანის გარდა.
ცოტა ხნის წინ ვწერდით ოჯახში ერთგვარი დაძაბულობის შესახებ, როგორც ჩანს, კონფლიქტი არ აღმოიფხვრა.
რატომ არ მიიღეს უილიამმა და კეიტმა ახალი რძალი თბილად? - პრინცი ჰარი განაწყენებულია
ამასობაში ბრიტანულ პრესაში იმასაც წერენ, რომ ორსულ მეგანს ხელქვეითები გაურბიან. ორ პირად თანაშემწეს, რომლებმაც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მიატოვეს სამსახური, ახლა ჰარის ცოლს პირადი მცველიც გაექცა. 6-თვიანი სამსახურის შემდეგ მან განცხადება დაწერა. როგორც ამბობენ, მეგანს სურს, რაც შეიძლება ახლოს იყოს ხოლმე ხალხთან, ეს კი პირადი მცველების სამუშაოს მეტისმეტად ართულებს. როგორც ჩანს, ასეთ რთულ სამსახურს სათანადო დაფასება არ მოჰყვება და ამიტომაც მიდიან სამუშაოდან.
ცნობილი გახდა, რომ მეგანი გოგონას ელოდება, ამ წლის გაზაფხულზე.