ბიზნესმენისა და მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო პერიოდში ხშირად იყო განხილვის ობიექტი. ხან თავად საუბრობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში ამ თემებზე, ხან ჭორები ვრცელდებოდა მის სასიყვარულო ურთიერთობებზე, მერე მეუღლეს დაშორდა დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში.
როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ აღარ ღირს პირადი ცხოვრების აფიშირება და ამჟამინდელ მეუღლეზე ჯერ საიდუმლოდ დაინიშნა, მერე ცოლადაც მოიყვანა და ახლაც ლევანის დის მიერ გავრცელებული ოჯახური ფოტოთი გახდა ცნობილი, რომ წყვილი ბავშვს ელოდება.
ლევანის მეუღლე ბიზნესმენ ალექსი (ფეფე) სულხანიშვილის ქალიშვილია - სალომე სულხანიშვილი. მისთვისაც ეს მეორე ქორწინებაა.