"მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე ორი ცნობილი ადამიანის შთამომავალი გამოჩნდა, რომლებიც აგერ უკვე ფინალისკენაც შემორჩნენ პროექტს. ერთი, როგორც იცით, გიო ხუციშვილის ვაჟი ნოდარიკოა, მეორე კი - ლეგენდარული მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის შვილიშვილი გიორგი.
გიორგიმ დაამტკიცა, რომ ნიჭი და მუსიკალურობა ნამდვილად გადადის გენეტიკურად და მისი ემოციური ნამღერი ბევრისთვის გახდა საყვარელი. მის მიერ შესრულებული "ჰერიო ბიჭებო" საერთოდაც ინტერნეტჰიტად იქცა და სოციალურ ქსელში ასობით ათასი ნახვა აქვს.
გიორგი კელაპტრიშვილისა და მისი დის სიმღერა
სხვათა შორის, მუსიკალური ნიჭით მისი დაც გამოირჩევა - ლიკა, რომელიც ჯერ 17 წლისაა და პროექტში მონაწილეობა ვერ შეძლო, თუმცა ძმასთან ერთად ხშირად მღერის და ცნობილი პაპის მსგავსად, სალამურზეც უკრავს.
რაც შეეხება ომარ კელაპტრიშვილს, ვისაც არ ახსოვს ეს დიდებული ადამიანი, რომლის სალამურზე დაკრული უამრავ ადამიანზე ახდენდა შთაბეჭდილებას საქართველოში, მის ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოსაც გთავაზობთ.
ომარ კელაპტრიშვილი