"ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით" - როგორია ბიჭუნას მდგომარეობა, რომელსაც თირკმლის გადანერგვა სჭირდება - მშობლები

"ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით" - როგორია ბიჭუნას მდგომარეობა, რომელსაც თირკმლის გადანერგვა სჭირდება

2019-01-16 13:46:43+04:00

გამოკვლევებზე სიარული ცხადია არცერთ ადამინს სიამოვნებს, მითუმეტეს ნიკოლოზს

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ გაიცნო სასაცილო ვიდეოთი, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ააფორიაქა სოციალური ქსელი, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.

როგორც რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.

alt"თირკმელი თავის დროზე საკუთარმა ბებიამ დაუთმო, მერე ცუდი ექიმები, ჩაერივნენ და ..."

ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლვებს უტარებენ.

"მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელია ნიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩაუტარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცოტა ხანში დავბრუნდებით საქართველოში და მერე ისევ უნდა ჩამოვიდეთ ბელორუსიაში გამოკვლევების ჩასატარებლად.

mshoblebi

- თავად ნიკოლოზი როგორ გრძნობს თავს?

- გამოკვლევებზე სიარული რომელ ადამინს სიამოვნებს, მითუმეტეს ნიკოლოზს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი საზოგადოებამ ტაძარში გადაღებული ვიდეოდან გაიცნო, ბავშვმა პუტკუნა ლოყობითა და გასაოცარი მანერებით ადვილად შეაყვარა ყველას თავი.

იხილეთ ვიდეო
Videomshoblebi

ყველაზე ცნობილი პირველკლასელი

ანგარიშის ნომერი: GE06BG0000000791931400 მიმღები ზურაბ ჭიჭიკოშვილი.

რუსკა კილასონია