დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ორი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ერთი კი საშუალო სიმძიმისაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. შედარებით მძიმეა ერთი ბავშვის მდგომარეობა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას გული გაუჩერდა.
"ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. უკიდურესად მძიმეა, არ სუნთქავდა, არ იყო გულისცემა. ამ დრომდე მიმდინარეობს გულის სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნება, ასევე არის პოტრავმები თავისა და მუცლის არეში" - აცხადებს კლინიკის ექიმი.
ამ დრომდე არ გამოჩენილან ბავშვის მშობლები. სავარაუდოდ, ისინი დაშავებულები არიან.