დაშავებული 3 წლის გოგონა, რომლის ფოტოებმაც საზოგადოება შეძრა, მძიმედაა. მისი 4 წლის ძმა და დედა გარდაიცვალნენ. მძიმეა მისი მეორე მცირეწლოვანი ძმის მდგომარეობა. "სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე. ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა. ჩემი ხელით გამოვიყვანე შვილები" - განუცხადა ambebi.ge- ს ბავშვების მამამ ფრიდონ ფირალიშვილმა.
მისი თქმით, მათთან ერთად მეუღლის დაც იმყოფებოდა, რომლის მდგომარეობაც ასევე მძიმეა.
ფირალიშვილების ოჯახში ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა "პალიტრა მედიის" ფოტოკორესპოდენტი გიორგი ჟამერაშვილი და ეს ფოტოც სხვა, შემთხვევის ადგილის ამსახველ კადრებთან ერთად, სწორედ მან გადაიღო. მოგვიანებით მან mshoblebi.ge.გე-ს უამბო შემხთხვევის ადგილზე ნანახის შესახებ.