ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო და აქტუალურ თემატიკაზე წერს ხოლმე. ამჯერად მისი პოსტი იმ დედებს ეხება, ვისაც სრულწლოვანი შვილები ჰყავთ... უნდა დაიძინონ თუ არა მშობლებმა მაშინ, როცა მათი სრულწლოვანი შვილები სახლში არ არიან? ალბათ, ამ კითხვაზე ყველას ინდივიდუალური პასუხი და არგუმენტი ექნება, ქალბატონი ნათია კი ამ საკითხს განსხვავებულად უდგება:
"ჩემმა ფრენდუკამ დაწერა შეკითხვა, 20 + შვილები როცა აგვიანებენ, იძინებთ თუ ელოდებითო.
ვიძინებ. და თუ მაინც გამეღვიძა და მოვიკითხე, ისევ ვიძინებ. პირველ რიგში, ვენდობი მათ დენდელოზებს (ჩაპუტკუნებულ ანგელოზებს), რომლებიც შვილებს მაშინ მეტად იფარავენ, როცა დედებს სძინავთ. უნდობლობა კი გაანაწყენებთ, როგორც მე მეწყინებოდა, ჩემთვის მობარებული საქმის მიმართ ეჭვი რომ გასჩენოდა ვინმეს. მეორე მიზეზი, რატომაც ვიძინებ, უფრო პრაგმატულია, - რომ მოვკვდები და სულ დავიძინებ, რომელიმემ რომ შეშინებულმა არ თქვას მერე, - ამიერიდან აღარავინ ფხიზლობს ჩემთვისო.
ვუძღვნი მძინარე დედებს."
თეკლა ჟვანია