ეს ამბავი სოჭში მოხდა. 23 წლის სტუდენტმა თავისი მშობლების და უმცროსი დის მკვლელობა შეუკვეთა, რომ მას დარჩენოდა სახლი ზღვის პირას. ეს საქმე 3 მლნ რუბლად შეაფასა და "კილერს", რომელიც სინამდვილეში პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, დაწვრილებთ უამბო სახლის აღწერილობა, სათვალთვალო კამერების მდებარეობა და გადასცა იარაღიც - სანადირო დანა, ხელთათმანი და ნიღაბი.
როდესაც ის მკვლელის დაქირავებას ცდილობდა, მაშინვე გამჟღავნდა ეს ამბავი და სამართალდამცველებმა საკუთარი თანამშრომლები ფარული კამერით მიაგზავნეს სტუდენტთან. მისი საუბარიც ჩაიწერეს და ახლა ზღვასთან სახლის ნაცვლად, ციხეში მოუწევს დიდი დროის გატარება.