დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ვინ იყო სამი შვილის დედა, რომელიც დიღომში აფეთქებას ემსხვერპლა
ერთ-ერთი გარდაცვლილი 30 წლის ლევან დავლაძეა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან იყო.
ლევანს მამა ადრე გარდაეცვალა და დედა, შვილებთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ლევანი დაოჯახებული იყო. თბილისში მძღოლად მუშაობდა.
„ჩემო ლამაზო ძამიკო, როგორ გაგვამწარე, როგორ დაგვეცა მეხი. საშინელ სიზმარში მგონია თავი, მთელი საქართველო გგლოვობს. ილო ვერ მოგვინელებია და ახლა შენ“, - წერს სოციალურ ქსელში ლევანის დეიდაშვილი ნატო არევაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დავლაძე ტრაგედიის დღეს მეგობრის ბინის სანახავად მივიდა. სავარაუდოდ, აფეთქება ოთახში სინათლის ანთების დროს მოხდა. აფეთქების ძალამ ლევანი კორპუსის ეზოში გადმოაგდო. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
მერი ბლიაძე