ბავშვის სათამაშოები, ერთ შეხედვით მარტივი შესარჩევია, თუმცა რეალურად საქმე ასე მარტივად ნამდვილად არაა.
ბავშვის სათამაშოები, ერთ შეხედვით მარტივი შესარჩევია, თუმცა რეალურად საქმე ასე მარტივად ნამდვილად არაა. მშობლებისთვის ეს თემა მეტად ნაცნობია, რადგან სათამაშოების უმეტესობა, რომელიც პატარებს ხიბლავთ და მუდმივად ყიდვას ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. ამას ადასტურებს საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევაც. კვლევის შედეგების თანახმად, ბაზარზე არსებული სათამაშოების უდიდესი ნაწილი შეიცავს ტყვიას, ვერცხლისწყალსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.
არსებული კვლევების შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მშობლების დიდი ნაწილი უარს ამბობს პლასტმასის სათამაშოების შეძენაზე და უპირატესობას ხის სათამშოებს ანიჭებს. ხე ეკოლოგიურად სუფთა მასალაა და მას პლასტმასის ანალოგებისგან განსხვავებით, ბავშვისთვის ზიანის მოტანა არ შეუძლია.
ხის სათამაშოები ადვილად არ ფუჭდება. ის უძლებს დროს და შეიძლება ხის სათამაშო რამდენიმე თაობის ბავშვმაც კი გამოიყენოს. გარდა იმისა, რომ ახალი სათამაშოების ყიდვა არ მოგიწევთ, ეს ფაქტი პოზიტიური ემოციებითაც დაგტვირთავთ. მოზრდილ ასაკში ბავშვობის დროინდელი სათამაშოები სასიამოვნო ემოციებითა და მოგონებებით ავსებს ადამიანს. ამავდროულად, საკმაოდ ემოციური მომენტია, როდესაც მშობლების ნაქონი სათამაშოებით ბავშვები თამაშობენ.
ხის სათამაშოების უმეტესობა საგანმანათლებლოა და მათთან ურთიერთობით ბავშვი ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას იმუშავებს. მაგალითად, ფორმებისა და ფერების შესასწავლი დაფები, ასევე, ციფრები და ანბანი.
გარდა იმისა, რომ ხის სათამაშოები სახლს არ დაგიბინძურებთ, ის არც თქვენს სმენას მიაყენებს ზიანს. რადგან ხის სათამაშოები ნაკლებ ხმაურს იწვევს და არ აღიზიანებს არც თავად ბავშვს და არც ოჯახში მყოფ უფროსებს. მშვიდი ნერვები კი ჰარმონიული ურთიერთობის გარანტიაა.
ხის სათამაშოები რომ პლასტმასის ანალოგებს ბევრად სჯობს, ცალსახაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხის ნივთები სანდო მაღაზიაში შეიძინოთ. მაგალითად, მაღაზიათა ქსელი "პეპელა" ხის სათამშოების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელთაგან რამდენიმეს ახლა წარმოგიდგენთ.
ხის გაზქურა თავისი აქსესუარებით
საგორავებელი, რომელზეც ბავშვი სწავლობს სიარულს. არის სათავსო, სადაც შეუძლია შეინახოს სათამაშოები.
ხის ცხენი
სამზარეულოს ხის დაფა ბოსტნეულით
ნოეს კიდობანი