როგორ ხასიათდება გრიპის მეორე ტალღა და შეიძლება თუ არა გრიპსა და წითელაზე ერთდროულად ავიცრათ - ეპიდემიოლოგის პასუხი
როგორ ხასიათდება გრიპის მეორე ტალღა და შეიძლება თუ არა გრიპსა და წითელაზე ერთდროულად ავიცრათ - ეპიდემიოლოგის პასუხი
გრიპის ვირუსის გავრცელების პირველმა პიკმა იკლო. თუმცა მოსახლეობა შიშით ელოდება მეორე ტალღას, რომელიც შესაძლოა, თებერვალ-მარტში გააქტიურდეს. ეპიდემილოგმა ხათუნა ზახაშვილმა გადაცემა „პირად ექიმ მარი მალაზონიასთან ერთად“ სწორედ მეორე ტალღის შესახებ ისაუბრა.

- როცა მეორე ტალღის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ვეყრდნობით დაკვირვების შედეგებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში არსებობს. საბედნიეროდ, 2006 წლიდან გვაქვს ვირუსოლოგიური კვლევის შესაძლებლობა, 2009 წლიდან კი წარმოებს ზედამხედველობა, რითაც ვასკვნით, გვაქვს თუ არა ქვეყანაში გრიპის ორი ეტაპი, ანუ ორ ტალღად გავრცელება.
ეს დაკვირვებები
ცხადყოფს, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი და სხვა ქვეყნების მსგავსად, გვაქვს წლები, როცა ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსი ორ ტალღად შემოდის ხოლმე ქვეყანაში. როგორც წესი, ეს არ არის ერთი და იგივე ვირუსი. მონაცვლეობს ან ა ტიპის ორი შტამი ან ჩაერთვება ხოლმე ბ ტიპი. სწორედ განსხვავებული ვირუსი იწვევს მეორე ტალღას. მეორე ტალღა უფრო ზამთრის ბოლოს, გაზაფხულისკენ იწყება. როგორ წესი, უფრო მდორეა, უფრო დაბალი პიკის მახასიათებლები აქვს, ვიდრე პირველ ტალღას. ამას თავისი ახსნა გააჩნია, თუმცა ზოგჯერ არის წლები, როცა მეორე ტალღა უფრო აქტიურია და უფრო მეტ ავადობას იწვევს.

altროგორ მოვამზადოთ ბავშვები გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის და რა მოხდება, თუ გრიპი აცრიდან მალევე დაგემართათ



- დღეს წითელაც გვიტევს.
ბავშვების გარკვეული კატეგორია და 20-40 წლამდე მოზრდილებიც საჭიროებენ ორივე აცრას - წითელაზეც და გრიპზეც ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?


- ამ ორ აცრას შორის არავითარი ინტერვალის დაცვა არ არის საჭირო. შუძლიათ ორივეზე ერთდროულად აიცრან. არანაირი რეკომენდაცია გარკვეული ინტერვალის დაცვაზე არ არსებობს. ეს აადვილებს პროცესს - ერთ მისვლაზე ადამიანს შეუძლია ორივე ვაქცინა გაიკეთოს.

- გვეკითხებიან, დაიცავს თუ არა წითელას აცრა გრიპისგან?


- წითელას აცრა დაგიცავთ წითელა, წითურა, ყბაყურასგან და არა გრიპისგან, ისევე როგორც გრიპის ვაქცინა ვერ დაგიცავთ წითელასგან.

altდღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"



- როგორი იქნება თქვენი პროგნოზით, გრიპის მეორე ტალღა?


- სავარაუდოდ, მეორე ტალღა დაავადების როდესაც გვქონია სხვა წლებში, აჭარბებდა პირველ ტალღას დაავადებულთა რაოდენობით, თუმცა უფრო ხანმოკლეა ხოლმე. წინასწარი პროგნოზები ასეთი გვაქვს, დაზუსტებით კი ამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, როცა მეორე ტაღღა გადაივლის.

ხათუნა ზახაშვილმა msoblebi.ge-ს რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.

- შემოსულია თუ არა ქვეყანაში ამ დროისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები?


- ვაქცინების შემოსვლას ველოდებით კერძო სექტორშიც და სახელმწიფოს მაღალი რისკის კატეგორიებისთვისაც. ჩემი ინფორმაციით, ვაქცინა იქნება სამვალეტიანი.

altქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - რა უნდა გააკეთოთ, რომ დაცული იყოთ


- ვაქცინების შემოსვლის შემდეგ, სად უნდა აიცრან მოქალაქეები?


- მაღალი რისკის ჯგუფებისთვის იქნება სპეციალური წერტილები გამოყოფილი, რომლებიც გამოცხადდება დამატებით. ასევე ვაქცინების გაკეთება იქნება შესაძლებელი იმ სამედიცინო ცენრებში, რომლებიც კერძო ვაქცინებს გასცემენ.

- როგორ შეაფასებთ დღეს გრიპით დაავადებულთა მდგომარეობას?

- სამწახურად, გრიპი არის ისეთი დაავადება, რომელსაც გართულება ახლავს. ზოგადად გრიპით დაავდებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გვყვას პაციენტები შეადრებით გართულებული ფორმებით. სრული სტატისტიკა მზად იქნება ორშაბათისთვის.

რუსკა კილასონია

4314
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```