დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის უწყებას განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები ექნება, რომელზეც სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე იმსჯელებენ.
მინისტრის თქმით, როგორც წესი, წითელას დაავადების ასეთ რაოდენობაზე სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია არ არის, რადგანაც გრიპისგან განსხვავებით, ის სხვა სპეციფიკით ხასიათდება.
"იზომება ხოლმე, რამდენ პროცენტშია გავრცელებული - კონკრეტულ სკოლაში ბავშვების მესამედი არ უნდა დადიოდეს იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღის გადადების გადაწყვეტილება
იყოს მიღებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომელსაც საზოგადოებას მოვახსენებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება თბილის ბაგა-ბაღებს, სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება და სწავლა არ გადაიდება.
"ვემზადებით სწავლის დასაწყებად, ყველგან ჩტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დარჩენილია რამდენიმე ბაღი სადაც რემონტი მიმდინარეობდა და არ არის ჯერ დალაგებული, ამ უქმეებზე იქაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და მივიღებთ ბავშვებს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაორები ჩტარდა, გარემონტდა ოთახები, საპიფარფარეშოები და ა.შ."- აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რუსკა კილასონია