ცნობილი პიანისტი და სამი შვილის დედა ქეთი ვარდი იმ სამწუხარო გამოცდილებაზე წერს, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში გადაიტანა და სამწუხაროდ, მსგავსი რეალობა ბევრგან არის:
"გუშინ ღამე გამოვიძახეთ სასწრაფო... მსუბუქად გაციებული ვარ დაბალი სიცხეებით... მაგრამ საღამოს ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ძლიერი თავბრუს ხვევა მქონდა და თვალებში მიბნელდებოდა.. სასწრაფომ მაინც საჭიროდ ჩათვალა გადავეყვანე საავადმყოფოში.
რაც მე იქ ვნახე...
ექიმების მოპყრობა პაციენტებთან, როგორ მოგვმართავდნენ ან მათი ქცევა ეს საშინელება იყო!!!
მართლა მინდოდა ვიდეოების გადაღება რომ მერე ყველასთვის მეჩვენებინა, მაგრამ პატივი ვეცი სხვა ავადმყოფებს, მათ მდგომარეობას და რათქმაუნდა თავი შევიკავე ამ მოქმედებისგან.
მიმიყვანეს თუ არა გადაუდებელში ერთი გაბღენძილი, ქალა-ბიჭა ექიმი ეგრევე მიყვირის:
- ახლა რას მოაყვანინე აქ თავი სასწრაფოს, ჯერ ოჯახის ექიმთან ვერ წაეთრეოდიო?
ისედაც ფეხზე ძლივს ვიდექი ვერ მივხვდი ეს ხუმრობა იყო ესეთი თუ რას მერჩოდა..
ჩუმად უპასუხე რომ სასწრაფოს დაჟინებით წამოვედი, რადგან მიზეზი სისუსტის ვერ გაარკვიეს ადგილზე...
ეს ქალბატონი არ ჩერდება, ყველა პაციენტს მსგავს კომენტარებს უკეთებს.. და ყოველ მის კომენტარს მისი ასევე "ზრდილობიანი" კოლეგები ხითხითით და ხორხოცით ხვდენიან!!
მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ თურმე პაციენტს არ აქვს უფლება ექიმს კითხოს გარკვეული შეკითხვები!!!
ჩემს გვერდით გოგო იყო 24 წლის მასაც ჩემნაირი მდგომარეობა ქონდა, იყო ძალიან შეშინებული და რამოდენიმე კითხვა დაუსვა ექიმს.
თავიდან უყრუებდა ეს ექიმი ვითომ არ ესმოდა იჯდა კომპიუტერში, ხოლო შემდეგ ერთ კითხვაზე ცალყბად მიათხლიშა პასუხი!!! და კიდევ რომ კითხა საერთოდ დააიგნორა ვითომც არავინ არაფერს ეკითხებოდა!!!
მართლა სიზმარში მეგონა თავი..
რომ მოვიდა ჩემი ანალიზების პასუხი ყველაფერი ნორმაში მქონდა რენდგენის პასუხიც კარგი იყო მომცა დანიშნულება.
რათქმაუნდა უბრალოდ შემომაჩეჩა ამ ექიმმა ფურცლები ხელში არც ამიხსნა არაფერი.. ვიწყებ დანიშნულების კითხვას..
არ ვიცი რატომ მაგრამ დამინიშნა ტამიფლუ და ასევე ანტიბიოტიკი აუგმენტინი
მე როგორც ვიცი ანტიბიოტიკის მიღება გრიპის დროს თუ რაიმე ანთებითი პროცესი არ არის საერთოდ არ შეიძლება!
ნუ სხვა გზა არ იყო უნდა მეკითხა კი ვხედავ არავის არაფერს პასუხობს! მაგრამ..
ვეკითხები რის საფუძველზე მაქვს დანიშნული ტამიფლუ და აუგმენტინი?
ეგრევე გაცოფდა შენ რაც გინდა ის ქენიო არაფრის ახსნას არ ვაპირებო!!!
არ მიკითხავს უხეშად უბრალოდ ხომ შეიძლებოდა ამ "ექიმს" აეხსნა რის საფუძველძე გადაწყვიტა???
მერე წამომაძახა ესეთები გავლენ აქედან და დაიწყებენ არ დაუნიშნია ექიმს არც ტამიფლუ და არც ანტიბიოტიკიო...
შემოვიდა სხვა ქალი უნდა გაგწეროთო ოღონდ ორ გადასხმას გაიკეთებო..
დამიყენეს რინგერი იცით როგორი სისწრაფით!!! თვალი ძლივს ხედავდა ისე მოჩქრიალებდა წვეთოვანი!!!
ვეკითხები ესე სწრაფად რატომ არის იქნებ დამირეგულიროთ-თქო?
აბა რა გინდა, მთელი ორი საათი შენ გიყუროთო??? ხომ გინდა დროზე სახლში წასვლა, შენ თვითონ არ გვითხარი, პატარა მყავს სახლშიო!!!
ხმაც ვერ ამოვიღე... ორივე გადასხმა უცებ ჩამთავრდა, ოღონდ იქიდან წამოვსულიყავი, საერთოდ აღარაფერი მანაღვლებდა!
ამ ყველაფერში ფულიც გადამახდევინეს!!!! არ ვიცი, მე მეგონა სახელმწიფო უზრუნველყოფდა ამ მომსახურებას, მაგრამ რაც კი ანგარიშზე გამაჩნდა თანხა, მომიხსნეს ბარათიდან!
მაიკი გარეთ მიცდიდა, ღამის პირველ საათზე ძლივს მოვაგროვეთ ორივემ ხურდებით სამი ლარი, რომ ტაქსით ამოვსულიყავით სახლში...
იცით, რა აღარ მიკვირს? რატომ იღუპება ჩვენს ქვეყანაში ამდენი ადამიანი!!! რატომ იგვიანებენ ექიმთან მისვლას!!! და რატომ ვართ ასეთ დღეში!!!
აღარაფერი მიკვირს!!!"