გიორგი ცეცხლაძეს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში ეს დაავადება არ დაუდგინდა - ამ ინფორმაციას "დედების ფონდი” ავრცელებს:
,,ძალიან #მნიშვნელოვანი განცხადება
კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა დედების ფონდის სახელზე.
მახსოვს გიორგი როგორ განიცდიდა საქართველოში დასმულ დიაგნოზს, მაშინ ვუთხარით გადაამოწმე გიორგი, იქნებ არც არის ეს დიაგნოზი სწორი - თავს უშველე!
დიახ, ამ ბიჭს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ფაქტიურად იღუპებოდა სიცოცხლით სავსე ადამიანი!
თქვენი დამსახურებით გიორგი საფრანგეთში გადავიდა სამკურნალოდ, გამოირიცხა საქართველოში დასმული უმძიმესი დიაგნოზი!
ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას”.
ლაივი ჩაწერა საფრანგეთიდან გიორგიმაც და მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ საფრანგეთში გამგზავრებაში და ასევე ისაუბრა თავის დიაგნოზსა და მკურნალობაზე.
mshoblebi.ge-მ კომენტარისთვის მიმართა "დედების ფონდის" ხელმძღვანელ ვიკა ჩიმჩიურს:
- გიორგი თავდაპირველად თურქეთში იყო ხალხის მიერ შეგროვებული ფულით წასული, თუმცა მასალა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სტადა დაედგინათ. აქ, თბილისში, ლიმფომა უთხრეს და გადასამოწმებლად ჩავიდა. თუმცა მასალა რაკი არ იყო საკმარისი, იქიდან პასუხის გარეშე ჩამოვიდა და შემდეგ ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის. გადავწყვიტეთ, რადგან მკურნალობის და ხელახალი კვლევების თანხები არ იყო, უფრო ადვილად დავაფინანსებდით საფრანგეთში გამგზავრებას. ამიტომ ასე ვამჯობინეთ. დანარჩენი კი იცით...
- არაერთი შემთხვევა ყოფილა. რამდენიმე მაგალითს აქვე მოგიყვანთ... მაგალითად, ვენი ბენეფიციარი ნოდარ ჩარკვიანის სავარაუდო დიაგნოზი იყო ჰოჯკინის ლიმფომა, თუმცა დიფერენცირება ვერ ხერხდებოდა ორ უმძიმეს დიაგნოზს შორის, ამიტომ გაემგზავრა ნოდარი თურქეთში. სწორი დიაგნოზიც მალევე დაისვა და მალე ნოდარი სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდება. ასევე ბუტოვიჩი ვიქტორია, ჩვენი ბენეფიციარი - 1 წელი გასტრიტზე მკურნალობდნენ და ამასობაში თავში სიმსივნე ჰქონდა ბავშვს...
- ჩემი აზრით, გულგრილობა უფროა და ვფიქრობ, ბუკა ნიკურაძეც ასეთ დაუდევრობას შეეწირა...