58 წლის წლის ბრიტანელი ქალის სიუ ისტის გარდაცვალება და დაკრძალვა ნამდვილად შეუმჩნეველი დარჩებოდა მსოფლიოს, მაგრამ მისმა უკანასკნელმა სურვილმა ეს დაკრძალვა ყველაზე ემოციურ სანახაობად აქცია. სიუ ბრიტანეთის ქალაქ ბატში წმ. ენდრიუს სახელობის სკოლის დირექტორი გახლდათ და კიბოს ებრძოდა. სიკვდილის წინ მან მოსწავლეებს მისთვის ნახატების დახატვა სთხოვა. მისი სურვილისამებრ, ამ ფერადი ნახატებით გააფორმეს კუბო და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელი მიწას მიაბარეს.
სიკვდილამდე მან თავისი მოსწავლეების მშობლებს სთხოვა, ბავშვებითვის დაკრძალვაზე დასწრების ნება მიეცათ.