- დედისთვის შვილის აუტიზმი ტრაგედიაა და ამას ვერაფერი შეცვლის. საშინელებაა, როცა შენი გარეგნულად სრულიად საღ-სალამათი შვილი ნელ-ნელა სხვა სამყაროში გადადის და
ვირტუალური აუტიზმი - ეს უკვე რეალობაა!
ნიკამ სამი-ოთხი წლისამ ამოთქვა რაღაც სიტყვები, ოღონდაც წინადადებების გადაბმა არ გამოსდიოდა. მითხრეს, საბავშვო ბაღში წაიყვანე, ბავშვებთან ურთიერთობაში ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ ოთხი თვე ისე გავიდა, ოდნავადაც ვერ მიეჩვია ბავშვებს. მთელი დღე მშიერი განმარტოებით იჯდა და მელოდებოდა. მასწავლებელმა ფრთხილად მითხრა, იქნებ ბავშვი ფსიქოლოგს აჩვენოთო. მოკლედ, ბაღიდან წამოვიყვანე. ამასობაში ნელ-ნელა
მსოფლიოში აუტიზმის სამკურნალო საშუალება შეიქმნა - 2020 წლისთვის მედიკამენტის რეგისტრაციას ვარაუდობენ
- მათემატიკა მოსწონდა?
- მასწავლებელს ამოცანა ბოლომდე არ ჰქონდა დაწერილი, რომ ნიკას უკვე ამოხსნილი ჰქონდა, ქართულის სწავლა კი წამება იყო. ვიცოდი, რატომაც, - ჩემს შვილს ხომ საუბარი უჭირდა, ქართულის სწავლა კი საუბარს მოითხოვს. ერთ დღეს უცნაური რამ მოხდა - ნიკას ძალიან მარტივი წინადადება ჰქონდა ამოსაკითხი: "ის კაცი იყო კოჭლი", რომელიც უნდა გაემეორებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება ოცდაათჯერ მაინც წავაკითხე, ვერაფრით გაიმეორა. ვეღარ გავუძელი და ხმას ავუწიე, რა უნდა ამის გამეორებას-მეთქი და უცებ სიტყვა "კოჭლის" წარმოთქმისას ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, მან სიტყვა "კოჭლის" მნიშვნელობა არ იცოდა.აუტიზმის 5 ნიშანი, რომელსაც ბავშვი მცირე ასაკში ავლენს
ეს იმდენად უცნაური განცდა იყო, რომ გავშეშდი. ამ დროს იქვე ჩემი უფროსი ვაჟი, ლევანი თამაშობდა, რომელმაც იყვირა, ნიკა, კოჭლი აი, ეს არისო და კოჭლობით გაიარა. ლევანმა გაიარა თუ არა, ნიკამაც იმავე წამს გაიმეორა მთელი წინადადება, მე კი უცებ გონება გამინათდა და მივხვდი, რა უნდა მექნა, თუ მინდოდა, რომ ნიკას ესწავლა! ყველა სიტყვაზე პატარ-პატარა "სპექტაკლები" უნდა დამედგა და ნიკა მხოლოდ მაშინ ისწავლიდა. იმ დღიდან, სკოლის დასრულებამდე, 12 წლის განმავლობაში, მე "სპექტაკლებს" ვდგამდი, თანაც ყველა საგანში.
განაგრძეთ კითხვა