ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვის სადეზინფექციო ხსნარით შესაძლო მოწამვლის ფაქტს საბავშვო ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს.
როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ზომებს მიიღებს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ძიძასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც მოხდება.
საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია
რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მამუკა შამილიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მოზარდი საკვებსაც თავისუფლად იღებს. იგი თბილისში, იაშვილის კლინიკაში ორი დღის განმავლობაში ექმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, უწყებაში შეტყობინება საბავშვო ბაღიდან არ შესულა, თუმცა სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში? - ცნობილი პედიატრის რჩევები