სასწავლო დაწესებულებებში მკაცრად მოითხოვენ აცრების დამადასტურებელ ცნობას
სასწავლო დაწესებულებებში მკაცრად მოითხოვენ აცრების დამადასტურებელ ცნობას
ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, კერძოდ, ბოლო სამ კვირაში წითელას ვირუსით დაავადების 357 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

2019 წლის 18 იანვარს, წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს დაევალათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ასევე
ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი, ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრებისთვის.

როგორც ცნობილია, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეებს უკვე მოსთხოვეს აცრების დამადასტურებელი ამონაწერი.

ზოგიერთ დაწესებულებაში აფრთხილებენ კიდეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში აცრის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენენ, შესაძლოა, მათ სტატუსიც შეუჩერდეთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირები Mshoblebi.ge განათლების სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.

- დადგენილებას მალე მოჰყვება რეკომენდაცია. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, რადგან მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად გავასაჯაროებთ, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.
აქამდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა.

altვაქცინაციაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კაცობრიობის გლობალურ საშიშროებად დაასახელა


1776
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```