პერსონალური ტრენერი, ფიტნეს და იოგას ტრენერი, ბლოგერი ნინა ილურიძე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - რას ამბობს ადვოკატი?
მან გააპროტესტა გარდაცვლილი ბავშვის მამის კომენტარი, თითქოს ბავშვზე არავინ ძალადობდა:
"ტყუილი!
10 დღით ადრე საკუთარი თვალით ვიხილე ეს ნაცემი პაწაწინა გოგო იაშვილის კლინიკაში!
შემზარა რაც ვნახე! პატარას ერთი სანტიმეტრი არ ჰქონდა დატოვებული დალურჯების და დაწითლების გარეშე.
ხელში აყვანილი გადმოიყვანეს სასწრაფოს ექიმებმა და მისაღებში დასვეს. არც ტიროდა. საოცარი სიმშვიდე ეფინა ნატანჯ სახეზე! უფრო გაოცებული შეჰყურებდა ექიმებს, რომლებიც მის გარშემო დაფუსფუსებდნენ. შევატყე, არ იყო ასეთ მზრუნველობას მიჩვეული...
იქ გაივიგე, რომ დედამისმა სცემა, მეზობლებმა პატრულს დაუძახეს და დედა დააკავეს.
მაშინ ამ ფაქტის შესახებ ფბ-ზე დაწერასაც ვაპირებდი, ისე შემზარა, მაგრამ ჩემი პატარა ძმისშვილის გამო, რომელიც კლინიკაში ტრამვის გამო მივიყვანეთ, ისეთი განერვიულებული ვიყავი, თავი ვერ მოვაბი.
იმასაც ვფიქრობ, იქნებ უნდა დამეწერა, ბევრი აქტიური ადამიანი მყავს მეგობრებში და იქნებ რამე რეაგირება ჰქონოდა.
როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე მივხვდი - ის იქნებოდა!
ფოტო დავინახე და...
ეს პატარა ნატანჯი დალურჯებული სახე არასდროს დამავიწყდება...
რატომ დააბრუნეს სახლში? ან ექიმებმა ან პატრულმა რამე ზომები რატომ არ მიიღეს! როგორ შეიძლებოდა მისი უკან დაბრუნება!
ახლა კი მწარედ ვფიქრობ - უნდა დამეწერა ალბათ მაშინვე".