პაატა იმნაძე - გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება
პაატა იმნაძე - გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება
ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის.

იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია.

„გრიპის ვირუსი, საბედნიეროდ, უკან იხევს. ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში კლების ტენდენცია არის. ეს ჩანს ყველა მიმიმართულებით. თუმცა, გრიპი ჯერ არ გამქრალა. გრიპი იქნება გაზაფხულამდე, ვიდრე კარგად არ დათბება. აქედან
გამომდინარე საჭიროა, სიფრთხილე“, - განაცხადა იმნაძემ.
ინტერპრესნიუსი
485
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?