ცოტა ხნის წინ სოც ქსელში გავრცელდა ინფორმაცია "რუსნავთობის“ ტოპ მენეჯერის 15 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ.
ბოლო წლებში მდიდარი მშობლების არაერთმა შვილმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. მოზარდებს ახასიათებთ იმპულსურობა, რომელიც შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.
მკვეთრად გამოხატული მიზეზი გოგონას არ ჰქონდა. ის იზრდებოდა სიყვარულსა და უზრუნველობაში. მამას „რუსნავთობში“ მაღალი პოსტი უკავია. ამ მომენტისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თვითმკლვლელობის ღამეს გოგონა მეგობრის დაბადების დღიდან სახლში გვიან დაბრუნდა. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რაზეც დედამ შენიშვნა მისცა. შელაპარაკება კონფლიქტით დამთავრდა. გოგონა ოთახში ჩაიკეტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მრავალსართულიანი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა.
საუბედუროდ, მსგავსი შემთხვევები მრავლად არის. მოზარდების მაქსიმალიზმი ჩიხში ემწყვდევა, როდესაც გარშემო მყოფების მხრიდან მცირე წინააღმდეგობას აწყდება. თითქოს უზრუნველი ცხოვრება ტრაგედიით არ უნდა მთავრდებოდეს, მაგრამ როდესაც აწყდებიან, მათი აზრით, კატასტროფიულ სიტუაციებს, გამოსავალს მხოლოდ სიკვდილში პოულობენ. მათ, ვისაც თითქოს ყველაფერი აქვთ და ყველა ახირება უსრულდებათ, მცირე დაბრკოლების დროსაც კი უჭირთ პრობლემასთან გამკლავება...
პოლინა არტამონოვა (1996-2014) ბანკირისა და პოლიტიკოსის იგორ არტამონოვის ქალიშვილი იყო. სწავლობდა ლონდონში. პრესტიჟული სკოლის დამთავრებამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც გადაწყვიტა სიცოცხლესთან ანგარიშის გასწორება. გოგონას თანაკლასელები იხსენებენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე პოლინა თავის თავს არ ჰგავდა. ბევრმა არ იცოდა, რომ ის პირადი ცხოვრების დრამას განიცდიდა - არ აეწყო ურთიერთობა ბიჭთან, რომელზეც ცალმხრივად იყო შეყვარებული. ისე მოხდა, რომ ერთ საღამოსაც გოგონა მარტო დარჩა თავის ოთახში, ისარგებლა სიტუაციით და თავი მოიკლა. როდესაც მეგობრებმა აღმოაჩინეს, უკვე გვიანი იყო.
ალექსანდრა ანანევა (2000-2015) ეკატერინებურგელი რესტორატორის ოლეგ ანანევის ქალიშვილი იყო. სკოლაში მასწავლებლები აქებდნენ, მშობლები კი ხარობდნენ. მაგრამ იყო ერთი „მაგრამ“, რაც ალექსანდრას ცხოვრებას უხალისოს ხდიდა: იმ დროს მისი საუკეთესო მეგობარი ისრაელში წავიდა საცხოვრებლად, შეყვარებული კი - პეტერბურგში. მშობლები ცდილობდნენ შვილის გამხნევებას და გახალისებას. ეუბნებოდნენ, რომ საყვარელ ადამიანებთან დროებითი განშორება არ არის ტრაგედია. მაგრამ მისთვის ეს განშორება კატასტროფული აღმოჩნდა... და მან თავი მოიკლა.
ანასტასია სოლტანმა ვერ გადაიტანა ახლობლებთან დაშორება. 22 წლის ანასტასია სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს მოადგილის ქალიშვილი იყო. თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გოგონა მშობლებთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. მხოლოდ ნასტია გადარჩა ცოცხალი. მან მრავლობითი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად თავიდან ისწავლა სიარული, თუმცა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"ბავშვობიდან არ ვასწავლით დათმენას, ყველაფერს ვუსრულებთ... და ცხელ გულზე ვღებულობთ თვითმკვლელს"