ანუკი არეშიძემ ინსტაგრამზე თავისი ხელით შექმნილი ბაფთების ფოტოები გამოაქვეყნა. ბაფთებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისი ფასი სადაო გახდა. როგორც ანუკიმ ინსტაგრამზე დაწერა, თითოეული ბაფთის შექმნას ერთ დღეზე მეტს ანდომებს, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს, სწორედ ამან განაპირობა ფასიც - ხელნაკეთი ბათები 90 ლარი ღირს.
„თმის ბაფთებს 90 ლარს რომ მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო პადრუგებმა?“.
„ულამაზესებია. და სიმართლეა ის, რომ ძალიან დიდი შრომა და დრო სჭირდება თითოეულს. ვინც არ იცის ხელნაკეთი ნივთის ფასი, შეუძლია რაიმე სხვა აქსესუარი შეიძინოს“.
„5-ლარიანი ბაბთებიც არის და ვისაც არა აქვს საშუალება, ხელნაკეთი 90-ლარიანი იყიდოს, შეუძლია იაფიანი იყიდოს".
„მხოლოდ საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთი. ფასს უყურებენ და არა იმას, რომ შრომობს ადამიანი. ის რაც ლამაზია ყოველთვის ძვირია,ერთი დღე შეეცადეთ აბა გააკეთოთ თქვენ მსგავსი სილამაზე და ნახავთ რა ფასს დაადებთ“, - წერენ ანუკის გამომწერები.
ანუკი მათ ეხმიანება, ვისაც ბაფთების ფასი ეძვირა და ამის გამო გააკრიტიკა:
„3 თვე გახდება, რაც ასეთი მოდელები გვაქვს მაღაზიაში და იმ დღესვე იყიდება, არც ჩემი "პადრუგები" არ ყიდულობენ და არც ცნობილი სახეები, ჩვეულებრივი ადამიანები. რაც შეეხება ფასს, როდესაც ხელით მუშაობს ადამიანი და დაახლოებით ერთ დღეზე მეტი ანდომებს ამის შეკერვას და ხელით დაქარგვას, ალბათ მისი შრომა მაინც ღირს შესაბამისი ფასი“.
მერი ბლიაძე