"გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის პე­და­გო­გია, მრა­ვა­ლი სი­გე­ლიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტიც მო­გე­ბუ­ლი" - რა ჰყვება ადვოკატი - მშობლები

"გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის პე­და­გო­გია, მრა­ვა­ლი სი­გე­ლიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტიც მო­გე­ბუ­ლი" - რა ჰყვება ადვოკატი

2019-01-30 10:53:10+04:00

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას დე­დას ლელა ქსოვ­რელს, 24 იან­ვარს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. 4 წლის ბავ­შვი 22 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. ქალს არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და.

ქსოვ­რელს სა­ხელ­მწი­ფომ სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი და­უ­ნიშ­ნა და ახლა მის ინ­ტე­რე­სებს ნინო ტა­ბა­ტა­ძე იცავს. ად­ვო­კა­ტი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ დე­დის გან­მარ­ტე­ბით, 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე იყო და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, რის გა­მოც სა­კუ­თარ თავს და­ზი­ა­ნე­ბებს თა­ვად აყე­ნებ­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს "სარ­კე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რის­გან მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი 6 იან­ვარს? ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ბავ­შვის ფოტო, სა­დაც მას უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა...

- 6 იან­ვარს აბა­ნა­ვებ­და. ტაშ­ტში ჰყავ­და ჩას­მუ­ლი და ხე­ლი­დან გა­უსხლტა. დედა ამ­ბობს, რომ ბავ­შვს ხა­რი­ვით ძალა ჰქონ­და. ხელს ვუ­ჭერ­დი, რომ რო­გორ­მე და­მე­კა­ვე­ბი­ნა და ტან­ზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი ალ­ბათ ამის გამო აქ­ვსო. ხე­ლი­დან რომ გა­მის­ხლტა, პლასტმა­სის ტაშ­ტი გა­და­ტყდა, ზედ წა­იქ­ცაო. და­ბა­ნის დროს კე­დელ­საც ეხ­ლე­ბო­და. მერე წა­იქ­ცა და სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ მი­ი­ღოო.

ბავ­შვი ვერ მე­ტყვე­ლებ­და, ვერ ყლა­პავ­და, რა­ქი­ტუ­ლი იყო და ხში­რად ეცე­მო­და. დედა ცდი­ლობ­და, მა­სა­ჟე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მის­თვის, რომ ხში­რად არ და­ცე­მუ­ლი­ყო. უნ­დო­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში ეტა­რე­ბი­ნა. მა­სა­ჟე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­თხო­ვა მე­რი­ის­გან და ეს დევს საქ­მე­ში.

- ორ­დე­რის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ლელა ქსოვ­რელს?…

- დიახ და ორ­დერს გა­სა­ჩივ­რე­ბის ვადა ჰქონ­და, მაგ­რამ ამ ქალს და­ბა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა აქვს და არც მო­უ­კი­თხავთ ეს ამ­ბა­ვი. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი რომ გა­მო­წე­რეს, იქ შე­მო­ხა­ზუ­ლია, რომ მო­ძა­ლა­დეს მსხვერ­პლთან მი­ახ­ლო­ე­ბა და რა­ი­მე სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია ეკ­რძა­ლე­ბა. იქ წე­რია ასე­ვე, რომ მსხვერ­პლი უნდა გან­რი­დე­ბუ­ლი­ყო მო­ძა­ლა­დი­სა­გან. ეს ბავ­შვი კი მის­გან არა­ვის გა­უყ­ვა­ნია. პატ­რულ­მა ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და­ტო­ვა.

ორი დღის მერე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა მშობ­ლებს ეძახ­და, გინ­დათ თუ არა, ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნეთ აქე­დან და თან და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, 650 ლარი გა­და­ი­ხა­დე­თო. ეს ოჯა­ხი ამ თან­ხის გა­დამ­ხდე­ლი, რა თქმა უნდა, არ იყო. რა­ღაც კალ­კუ­ლა­ცი­ით ჩა­მო­უ­ყა­რეს 86 ლარ­ზე და დღემ­დე აქვთ ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ეკის­რე­ბა ოჯახს.

შე­სა­ბა­მი­სად, ორ­დე­რი და­ირ­ღვე­ო­და, რად­გან კლი­ნი­კამ აი­ძუ­ლა ოჯა­ხი, რომ ბავ­შვი გა­ეყ­ვა­ნა და მის­თვის არც არა­ვის მი­უ­კი­თხავს. რა ექნა დე­დას, რო­მელ­საც და­ვარ­დნი­ლი, მო­ხუ­ცი დე­დამ­თი­ლი და კი­დევ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ჰყავ­და სახ­ლში? ყვე­ლა და­ე­ყა­რა და წა­სუ­ლი­ყო?! თან შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს არ ეწე­რა, რომ ქალი არ უნდა მი­სუ­ლი­ყო იმ ოჯახ­ში, არა­მედ ბავ­შვი უნდა გან­რი­დე­ბუ­ლი­ყო.

- რა მოხ­და 22 იან­ვარს, რის­გან გარ­და­იც­ვა­ლა პა­ტა­რა გოგო?

- სი­ცხემ აუ­წია, ახ­ვე­ლებ­და და წამ­ლე­ბი მი­ვე­ციო, ამ­ბობს დე­და­მი­სი. მისი სხვა შვი­ლე­ბიც გა­ცი­ე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან და მა­თაც იგი­ვე წამ­ლე­ბი და­ა­ლე­ვი­ნა. დავ­ბა­ნე, და­ვა­ძი­ნე და დი­ლით ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდაო. ამ­ბობს, რომ ამ ბავ­შვს მა­მი­ნაც­ვა­ლი თან ჰყვე­ბო­და და თა­ვის შვი­ლებ­ზე მე­ტად ეცო­დე­ბო­და.

...ქალი ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რად­გან აშ­კა­რად უყ­ვარ­და. მხო­ლოდ მაგ ამ­ბავს კი არა, იმა­ზეც წუხს, სად და რო­გორ იქ­ნე­ბა მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მის გა­რე­შე.

- რო­დე­საც ადა­მი­ანს გა­ნათ­ლე­ბა არ ჰყოფ­ნის, ალ­ბათ შე­იძ­ლე­ბა წამ­ლე­ბიც კი შეც­დო­მით მის­ცეს და ამით სა­კუ­თა­რი შვი­ლი და­ა­ზა­რა­ლოს, წამ­ლე­ბი მის­ცეს, და­ა­ძი­ნოს და ბავ­შვმა ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძოს. ეს სა­კი­თხი თუ გა­ნი­ხი­ლე­ბა?

- ეს ვერ­სია პირ­ვე­ლად მეს­მის. ჯერ ერთი, ამ ქალს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს. და­წყე­ბი­თი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის პე­და­გო­გია, მრა­ვა­ლი სი­გე­ლიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი აქვს მო­გე­ბუ­ლი. მე ვთქვი, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და და არც ნერ­ვე­ბი, რომ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა, თო­რემ… რო­დე­საც ორ­დე­რი იწე­რე­ბა, სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს ბავ­შვი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ შე­ას­რუ­ლეს თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი.

იხილეთ სრული ვერსია