ლედისა და ჯენტლმენის აღზრდის 7 წესი - როგორ ზრდიან შვილებს ინგლისელები?
ლედისა და ჯენტლმენის აღზრდის 7 წესი - როგორ ზრდიან შვილებს ინგლისელები?
ნამდვილი ლედი და ნამდვილი ჯენტლმენი ყოველთვის გამოირჩევა საზოგადოებაში დახვეწილი მანერებით და კარგი აღზრდით. საინტერესოა, როგორი აღზრდის სტილი აქვთ ინგლისელ მშობლებს და რა არის მათი პრიორიტეტები.

ყველა ქვეყანას აღზრდის თავისი სისტემა აქვს. ითვლება, რომ ინგლისური აღზრდის სისტემა განსხვავებულია. ასეა თუ არა, გავიგებთ სტატიიდან.

ბავშვები არ წარმოადგენენ სამყაროს ცენტრს

ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახი ცდილობს არ შეცვალოს დადგენილი წესები. ბავშვებს არ განიხილავენ სამყაროს ცენტრად და არც ცდილობენ მათ თავი აგრძნობინონ ყველაზე მნიშვნელოვან არსებებად ამ
ქვეყანაზე.

ემოციების კონტროლი

რა თქმა უნდა, ინგლისელებს უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ სითბოს გამოხატვა არ სჩვევიათ. იშვიათად ეხუტებიან და ეფერებიან შვილებს. ვერც იმას მოისმენთ, რომ დედა ან მამა ხმამაღლა ეჩხუბებოდეს ბავშვს. პატარა ასაკიდანვე ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ, პრობლემის გადასაჭრელად მოლაპარაკებას აწარმოებენ მასთან და რაიმე აკრძალვას არგუმენტირებულად უსაბუთებენ.

ფინანსური დამოუკიდებლობა

ინგლისელ მშობლებს ბავშვის განათლება პირველ ადგილზე აქვთ დაყენებული. ისინი არ ეხმარებიან მოზრდილ შვილებს ფინანსურად, არც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ამიტომ მშობლები თავიანთ შვილებს კარგ ცხოვრებისეულ სტარტს აძლევენ, დანარჩენი კი მათ ხელთაა.
mshoblebi

აღზრდა ბებიების გარეშე

ინგლისელ ბებია-ბაბუებს უყვართ თავიანთი შვილიშვილები, მხოლოდ მათთან ახლოს არ არიან. მათი მონაწილეობა შვილიშვილების აღზრდაში მხოლოდ დასვენების დღეებში შეხვედრებით შემოიფარგლება.

ცხოვრება წესების დაცვით

არსებობს წესები, რომლებიც არ უნდა
დაარღვიოს ბავშვმა. მაგ: ინგლისელი დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დაუკითხავად არ გადავა გადასასვლელზე. თუ გაიქცა, დედა არ გაეკიდება ყვირილით, გაჩერდი, გაჩერდიო. ის დარწმუნებულია, რომ ბავშვი გადასასვლელთან გაჩერდება და დედას დაელოდება.

თვითგამოხატვის უფლება

თუ ინგლისელი ბავშვი სახლიდან ბეთმენის ან ფიფქიას ფორმით გამოვიდა, მშობლები არ ჩაერევიან მის არჩევანში. საქმე იმაში კი არ არის, რომ მშობლებს არ შეუძლიათ გამოაცვლევინონ ტანსაცმელი, უბრალოდ ვერ ხედავენ ამაში პრობლემას, არც მეზობლებისა და ბებიების აზრი აინტერესებთ.


mshoblebi

ინგლისელი ბავშვები იშვიათად ტირიან

თუ ბავშვი პატარაა, მას მშობლები გაართობენ და თუ სკოლის მოსწავლეა, აუხსნიან, რომ ტირილი კი არა, გამხნევებაა საჭირო, რადგან ნამდვილი ინგლისელი მხოლოდ მაშინ ხარ, თუ პრობლემებთან გამკლავება შეგიძლია. ამას თავისი მინუსიც აქვს - ინგლისელმა მოზრდმა იცის, რომ თავის სულიერ პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდეს და არ გაუზიაროს ის ახლობლებს. ეს მას ბავშვობიდანვე ასწავლეს. თუმცა ამას თავისი უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. ახალგაზრდა ინგლისელი გულშემატკივრები ყველაზე ტემპერამენტიანები არიან და მრავალ მოზარდს ალკოჰოლთან გააჩნია პრობლემები.


ზოგადად ბავშვების აღზრდას ინგლისში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ბავშვებს პატივისცემით ეპყრობიან და ძალიან იშვიათად სჯიან. ამასთან ერთად, უხსნიან თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ცელქობას. დინჯ ბავშვს ყოველთვის აქებენ, რათა ის თავის თავში დარწმუნებული ადამიანი გაიზარდოს. ბავშვებისათვის ბევრი წრეა გახსნილი: სპორტული, მუსიკალური და ა.შ. პატარებისთვის კი სათამაშო წრეებია, სადაც რამდენიმე დედაა გაერთიანებული და მორიგეობით იცვლებიან. 

ბავშვებთან ერთად სეირნობა ძნელი არაა. საბავშვო მოედნები ან ნახერხითაა დაფარული ან რეზინის ზედაპირით. ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგალითად, ველოსიპედებზე მხოლოდ მუზარადებით სხდებიან.

ჯანსაღი კვება და ვიტამინები

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ნისლიანი ალბიონი არ გამოირჩევა მზიანი დღეებით, თუმცა ბავშვების დიდი ნაწილი ჯანსაღი კვებისა და მაღალი ხარისხის ვიტამინების წყალობით ჯანმრთელია. მშობლები ცდილობენ, მაქსიმალურად ბიოლოგიურად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები იყიდონ და ამით კვებონ ბავშვები.
რაც შეეხება ვიტამინებს და მინერალებს, ინგლისი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი პრეპარატების მწარმოებელი ქვეყანაა. ჰელს ეიდის და ვიტაბიოტიკსის პროდუქციაზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია - მათი შემომტანი საქართველოში "სახალხო აფთიაქია" და ხშირად აცხადებენ აქციებს მომხმარებლებისთვის. მაგალითად, 1 თებერვლიდან, მთელი თვე, ინგლისური პროდუქციის თვედ გამოცხადდა და ამ ცნობილი კომპანიების პროდუქციაზე 20-30%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.

ვიტაბიოტიკსი დიდ ბრიტანეთში ნომერ პირველი ვიტამინების მწარმოებელი კომპანიაა. მისი უპირატესობა, გარდა იმისა, რომ 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს და ბუნებრივ ინგრედიენტებს ეყრდნობა, არის სპეციალურად შემუშავებული შემადგენლობა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის - მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, თინეიჯერებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ასევე სხვადასხვა ტიპის მოქმედების მქონე - სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური დატვირთვებისთვის, ორგანიზმის გასასუფთავებლად, მენოპაუზისა და ორსულობის დროს და სხვა... 

ჰელს ეიდი ასევე გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. ვიტამინებს, ბად-ებს, კოსმეტიკას მხოლოდ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით ამზადებს. ასორტიმენტში არის პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს.

სტატისტიკურად ინგლისი ევროპაში ბავშვებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა ცნობილი. უბედური შემთხვევები აქ ძალიან იშვიათია


ბავშვები სკოლაში 4 წლის ასაკში შედიან და 16 წლისა ამთავრებან. სკოლების 3 ტიპი არსებობს: „გრამატიკული“ - სადაც გოგონები და ბიჭები აკადემიურ განათლებას იღებენ და როგორც წესი, შემდეგ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. „თანამედროვე“ - პროფესიონალური სპეციალიზაციის მისაღებად და „გაერთიანებული“, სადაც თანაბრად იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას. სკოლაში ფორმის ჩაცმა სავალდებულოა, თუმცა არის თვისუფალი დღეებიც, როცა ფორმას არ იცვამენ და სკოლაში ერთი ფუნტი მიაქვთ. ეს თანხა ქველმოქმედებას ხმარდება, რასაც ინგლისში დიდი ყურადღება ექცევა.

ბავშვებს საკუთარი სივრცე, ოთახი გააჩნიათ და დაუკითხავად იქ არავინ შედის. დაალაგოს თუ არა ოთახი, ესეც თავად ბავშვის გადასაწყვეტია. ისინი ძირითადად წესრიგს და სისუფთავეს იცავენ. ინგლისში პირველი ბავშვის გაჩენა 40 წლის ასაკშია მიღებული.


10104
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ნონა
3
დაავიწყდათ აღენიშნათ, რომ ასეთი ლედები და ჯელტმენები მშობლებს ავადობისას არ უვლიან და მოხუცთა სახლებში აბარებენ, ან მზსობლის დანაზოგის ხარჯზე მომვლელს აუყვანენ. არც თავად მიუღიათ სითბო და ალერსი და ამიტომ არც თავად სეუძლიათ გასცენ არც მსობლებზე და არც არავისზე....ხო, კიდევ, 40 წლის ასაკში გააჩენენ და გაჩენიდანვე ცალკე ოთახში აწვენენ, ხშირია ძილში პატარას გაგუდვის შემთხვევები (რაც საერთიდ გამორიცხულუა აზიის ქვეყნებში, სადაც პატარას დედასთან სძინავს) .ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ასეთი აღზრდა და ასეთი ცხოვრების წესი ვისაც მოგწონთ, წადით და ჩვენ ჩვენი შვილების აღზრდა დაგვანებეთ ჩვენებურად
19:25 / 05-02-2019
tamars პასუხი
5
ჩაიკარი შენი ინგლისური და ბრიტანელები არ სად დაგეკარგოს . ქვეყანა რომელმაც მოძმე ირლანდიელები თეთრკანიანები დაიპყრო , გაძარცვა , დახიცა და რაც გადაურჩა მონებად დაყიდა . ჰიტლერს რითი ჩამოუვარდებიან გენოციდში? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.ასეთი ქვეყანა ჩვენ საქართველო ზე ქართველებზე და მერე მსოფლიოს პოლიტიკა ს განაგებს და ზეგავლენას ახდენას . რუსეთის კერძოდ პუტინის პოლიტიკა ს რითი ჩამოუვარდებიან შპიონობაში და სისასტიკეში ? პუტინის სახით სარკეში თავიანთი ანარეკლის დანახვა ესირცხვილებათ .სირიის წყალი გადაესხათ .
22:42 / 02-02-2019
მსგავსი სიახლეები
```