ნამდვილი ლედი და ნამდვილი ჯენტლმენი ყოველთვის გამოირჩევა საზოგადოებაში დახვეწილი მანერებით და კარგი აღზრდით. საინტერესოა, როგორი აღზრდის სტილი აქვთ ინგლისელ მშობლებს და რა არის მათი პრიორიტეტები.
ყველა ქვეყანას აღზრდის თავისი სისტემა აქვს. ითვლება, რომ ინგლისური აღზრდის სისტემა განსხვავებულია. ასეა თუ არა, გავიგებთ სტატიიდან.
ზოგადად ბავშვების აღზრდას ინგლისში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ბავშვებს პატივისცემით ეპყრობიან და ძალიან იშვიათად სჯიან. ამასთან ერთად, უხსნიან თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ცელქობას. დინჯ ბავშვს ყოველთვის აქებენ, რათა ის თავის თავში დარწმუნებული ადამიანი გაიზარდოს. ბავშვებისათვის ბევრი წრეა გახსნილი: სპორტული, მუსიკალური და ა.შ. პატარებისთვის კი სათამაშო წრეებია, სადაც რამდენიმე დედაა გაერთიანებული და მორიგეობით იცვლებიან.
ბავშვებთან ერთად სეირნობა ძნელი არაა. საბავშვო მოედნები ან ნახერხითაა დაფარული ან რეზინის ზედაპირით. ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგალითად, ველოსიპედებზე მხოლოდ მუზარადებით სხდებიან.
რაც შეეხება ვიტამინებს და მინერალებს, ინგლისი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი პრეპარატების მწარმოებელი ქვეყანაა. ჰელს ეიდის და ვიტაბიოტიკსის პროდუქციაზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია - მათი შემომტანი საქართველოში "სახალხო აფთიაქია" და ხშირად აცხადებენ აქციებს მომხმარებლებისთვის. მაგალითად, 1 თებერვლიდან, მთელი თვე, ინგლისური პროდუქციის თვედ გამოცხადდა და ამ ცნობილი კომპანიების პროდუქციაზე 20-30%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.
ვიტაბიოტიკსი დიდ ბრიტანეთში ნომერ პირველი ვიტამინების მწარმოებელი კომპანიაა. მისი უპირატესობა, გარდა იმისა, რომ 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს და ბუნებრივ ინგრედიენტებს ეყრდნობა, არის სპეციალურად შემუშავებული შემადგენლობა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის - მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, თინეიჯერებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ასევე სხვადასხვა ტიპის მოქმედების მქონე - სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური დატვირთვებისთვის, ორგანიზმის გასასუფთავებლად, მენოპაუზისა და ორსულობის დროს და სხვა...
ჰელს ეიდი ასევე გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. ვიტამინებს, ბად-ებს, კოსმეტიკას მხოლოდ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით ამზადებს. ასორტიმენტში არის პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს.
ბავშვები სკოლაში 4 წლის ასაკში შედიან და 16 წლისა ამთავრებან. სკოლების 3 ტიპი არსებობს: „გრამატიკული“ - სადაც გოგონები და ბიჭები აკადემიურ განათლებას იღებენ და როგორც წესი, შემდეგ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. „თანამედროვე“ - პროფესიონალური სპეციალიზაციის მისაღებად და „გაერთიანებული“, სადაც თანაბრად იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას. სკოლაში ფორმის ჩაცმა სავალდებულოა, თუმცა არის თვისუფალი დღეებიც, როცა ფორმას არ იცვამენ და სკოლაში ერთი ფუნტი მიაქვთ. ეს თანხა ქველმოქმედებას ხმარდება, რასაც ინგლისში დიდი ყურადღება ექცევა.
ბავშვებს საკუთარი სივრცე, ოთახი გააჩნიათ და დაუკითხავად იქ არავინ შედის. დაალაგოს თუ არა ოთახი, ესეც თავად ბავშვის გადასაწყვეტია. ისინი ძირითადად წესრიგს და სისუფთავეს იცავენ. ინგლისში პირველი ბავშვის გაჩენა 40 წლის ასაკშია მიღებული.