ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ცნობა, თითქოს მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია დაქორწინდნენ. თუმცა თავად მსახიობები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ამ ინფორმაციას და უარყვეს.
ანიმ ფეისბუქზე გაავრცელა სტატია მისი ქორწინების შესახებ შემდეგი სათაურით: "მე არ ვიცოდი და შენ?"
კომენტარებში წყვილი ხალისობს ამ თემაზე. სავარაუდოდ, ჯერჯერობით დაქორწინებას არ აპირებენ:
"თეთრი ვეღარ ჩაგიცვამს ადამიანს", "თაფლობის თვე სად გვექნება, ვკითხოთ რა...", "საჩუქრებს ველოდები, ხალხოოო, კაი კაი მადონას სერვიზებს..." - წერს წყვილი სოციალურ ქსელში.
"ბოლო 4 თვეა ჩემთან ხშირად არიან" - როგორი მამაა ილო ბეროშვილი და უცდია თუ არა ცოლთან შერიგება